ამონარიდები თამაზ ჭილაძის მოთხრობიდან – „შუადღე”
„ადამიანის სული ქვეყნიერების პატარა რუკაა და ვინც მისი წაკითხვა იცის,გაოცებულია მისი სიდიადით…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები,რომლებისთვისაც ქვეყანა მხოლოდ იმით შემოისაზღვრება,რასაც ხედავენ.მაგრამ არიან სხვებიც… მათ საოცარი გრძნობა აქვთ სამყაროს სიდიდისა.სწორედ ასეთი გრძნობა ჰბადებს დიდ საქმეებს”.
* * *
„ღმერთი სიმარტოვით იყო დიდი,ადამიანი კი მეორე ადამიანთან კავშირით”.
* * *
„რამდენი კვდება ისე,რომ თავის თავს ბოლომდე ვერ ამჟღავნებს.რამდენს გაჰკვირვებია,როდესაც თავისი სრულიად ახალი თვისება აღმოუჩენია.რამდენი მხდალი მომკვდარა გმირად და რამდენს გულადსა და ძლიერს,დაუყრია ფარ-ხმალი იქ,სადაც აქამდე შეუმჩნეველი კაცის მოულოდნელი გამბედაობა გაბრწყინებულა.ადამიანის არსების ჯერ კიდევ უცნობი კუნძულები ორი ძლიერი ვნებით,სიყვარულითა და სიძულვილით აშკარავდებიან და უსაზღვრო სამყაროში არ არსებობს უფრო ძლიერი რამ,ვიდრე ადამიანი,როდესაც მას უყვარს ან ძულს”.
* * *
„ადამიანმა ისეთი რამეები გააკეთა,რაც ღმერთს სიზმარშიაც კი არ დასიზმრებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არაფრის სინანული არ გამაგონო… ცხოვრება მოსწრებაზეა… ამხელა კაცი ხარ და არ გესმის?!”
* * *
„ფული ბევრს უყვარს,მაგრამ ცოტამ იცის მისი მოხმარება…”
* * *
„ადამიანის გული კვირტივითაა,გაზაფხულზე გასკდება და აყვავდება.ყოველ გაზაფხულს,ისევე,როგორც ხე ახალი ფოთლით,ადამიანიც ახალი სურვილებით იმოსება”.
* * *
„პირველი მესაფლავე: ვინ აშენებს კალატოზზედაც,მენავეზედაც და დურგალზედაც უფრო მაგარ შენობას?
მეორე მესაფლავე: სახრჩობელას დამდგმელი.ეს შენობა ათას თავის მდგმურს ამოიჭამს”.
* * *
„უნდა იყოს მხოლოდ კაცი და ქალი,თავის ქცევით ისეთივე ბუნებრივი,როგორც წვიმა და მდინარე,ქარი და ზღვა…” – (ავტორი გენია.ჯი)