ამონარიდები თამაზ ჭილაძის ლიტერატურული ქმნილებებიდან…

„ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი,როცა გადამეტებული მზრუნველობა მას მადლიერების გრძნობით კი არ ავსებს,არამედ – პირიქით, – აღიზიანებს.მზრუნველობას თავისი საზღვრები აქვს.ვინც ზრუნავს,მასაც არ უნდა დაავიწყდეს ეს.ხანდახან მზრუნველი ვერ ამჩნევს,როგორ შორდება დადგენილ მიჯნას.თავისი ზრუნვის სამაგიეროდ,ის მადლიერების უსაზღვრო გრძნობას მოითხოვს და თუ ამის გამოხატვა დაუგვიანეს,თანდაყოლილ უმადურობაზე ჩივის.იმას კი ვერ ამჩნევს,თავისი ზრუნვით როგორ იჭრება მეორე ადამიანის სულში,როგორ ბორკავს მის თავისუფლებას,რის დათმობაც კი ადამიანებს ყველაზე ძალიან უჭირთ”. – (ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი,თუ ზოგჯერ სისულელეც არ თქვა,ან რამე სულელური არ გააკეთა.ბოლოს და ბოლოს,ვინ იცის,რა არის ბრძნული და რა არის სულელური…” – (თეთრი კვამლი)

* * *

„ადამიანს სინათლეს თუ მიანათებ,უსათუოდ კარგ სიტყვას იტყვის,კარგ საქმეს გააკეთებს! ამიტომ მას ყოველთვის ვიღაცამ სინათლე უნდა მიანათოს.ადამიანი ყველაზე ლამაზი თურმე სინათლეში ყოფილა!” – (პირველი დღე)

* * *

„ცხოვრებაში თურმე არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება,ადამიანებს უყვართ ან სძულთ ერთმანეთი,ხვდებიან ან შორდებიან და ამ ამბავს ძალიან ადვილად ეჩვევიან.როგორც თითებს შორის სილა,ისე იბნევა და ქრება სიტყვები და დაპირებები,ცრემლი და აღტაცება,აღთქმა და ფიცი და კაცი ყველაფერს ეჩვევა.არსებობს ერთი ყველაზე დიდი ნუგეში,ბუნების წყალობასავით,ეს არის დავიწყება. და ქვიშით დაფარული ქალაქივით,ან მიწით ამოვსებულ ჭასავით უცხო ხდება ჩვენთვის ის,რაც ადრე გვიყვარდა და ამიტომ ტკივილს გვაყენებდა.რომ იცხოვრო,ყველაფერი ზედმეტი უნდა მოიშორო,თუ სწრაფად გინდა სირბილი,მაშინ ფეხებიდან წისქვილის დოლაბები მოიხსენი.მოიხსენი და გადააგდე,დაივიწყე.ვისაც ეს არ შეუძლია,ის სიმარტოვის მსხვერპლი ხდება”. – (თეთრი კვამლი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არა,ადამიანები ასე უცებ არ იცვლებიან.ხანდახან წლები გადის და კაცს ცვლილებას ვერ შეატყობ,ისევ ისეთია,როგორსაც აქამდე იცნობდი.მოულოდნელად სხვანაირად შემოგხედავს,ან რამეს ისეთს იტყვის,რომ გაოცდები.დააკვირდები და მიხვდები,რომ გამოცვლილა.ისევე,როგორც სიმწვანეში ერთი პაწაწინა ყვითელი ფოთოლი შემოდგომის მოახლოვებას გაამჟღავნებს ხოლმე.კლდეს ქარი ნელ-ნელა ბზარავს,წყალიც ჭიასავით ხრავს და მაინც არაფერი ეტყობა.ერთ დღეს კი უცებ დაიგრიალებს და ჩამოიშლება”. – (ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?)

* * *

„ – შიმშილი ძნელია.ქვრივს მოშივდა თურმე,ქმრის კუბოზე დადგა და ისე მიწვდა პურს…” – (თეთრი კვამლი)

* * *

„ყველაფერზე დიდი ადამიანის სულია”. – (ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?)

* * *

„ამქვეყნად თურმე ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს.ჩვენი ქცევები თურმე ისეა მოწესრიგებული,რომ მისი მცირედი დარღვევაც მთელი საზოგადოების წამიერ მოშლას იწვევს.ეს დიდი სიკეთეა და ადამიანის გულისთვისაა მოგონილი.ასე უფრო უმტკივნეულოა თურმე ცხოვრება და ამის გამო ადამიანს უფრო მეტი რამ შეუძლია შექმნას”. – (თეთრი კვამლი)

* * *

„ – სიხარულისთვის ერთი ნატეხი შაქარიც კმარა,მწუხარებისათვის კი – ერთი წვეთი შხამი”. – (პირველი დღე) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>