ამონარიდი ბოგუმილ გრაბალის მოთხრობიდან – „საგანგებო დანიშნულების მატარებელი”
„ – წყეული სექსუალური საუკუნე! ყველაფერი მრუშობითაა განმსჭვალული! მარტო ეროტიკა იზიდავს ხალხს! ყმაწვილებსა და ბავშვებს ბატის მწყემს გოგოებზე უჭირავთ თვალი! წაიკითხავენ უამრავ წიგნს,ნახავენ უამრავ ეროტიკულ ფილმს,მერე კი გვერდს ვეღარ აუვლი სამიჯნურო ტრაგედიებს! სამართალში უნდა მისცე ეგეთი წიგნების ავტორები და ახალგაზრდობის აღმზრდელნი,ყველას ციხეში უნდა უკრა თავი,პორნოგრაფიული სურათების გამყიდველებიც ზედ მიაყოლო! დროა,ლაგამი ამოვდოთ მჯღაბნელთა ვერაგულ მოღვაწეობას,ახალგაზრდობის ავადმყოფ ფანტაზიას საზრდოს რომ აწვდიან! „ნაკუწ-ნაკუწ დაჭრა მერძევე ქალის ცხედარი და თავისი ბიძაშვილი გოგონას გვამსაც დაკუწავდა,ხელი რომ არ შეეშალათ!” აფთიაქში ქალის ორგანოების მაკეტი გამოუფენიათ ნატურალური სიდიდისა! ახალგაზრდობას კი რა უნდა მეტი! შებრძანდით მოდური მხატვრის ატელიეში და თავი საყასბოში გეგონებათ,სადაც ადამიანის ხორცი იყიდება.კანიბალიზმია და მეტი არაფერი! „ქალბატონ ვრანსკაიას გვამი ჩემოდანში იპოვეს.ეძებენ ქერა მამაკაცს,ოქროსკბილებიანს,რომელმაც ქალს ვაშლი უყიდა სასაუზმე „კორუნაში”.ბრრ-რ-რ,სულ ხორცი და ხორცი! სექსუალურ მკვლელობათა ნიაღვარი გვემუქრება.დასვით განსასჯელის სკამზე მასწავლებლები,რომლებიც სქესობრივ საკითხებს უხსნიან მოსწავლეებს! რაც უფრო მეტი გვექნება უზნეობა და ტკბობის წყურვილი,მით უფრო ნაკლები გვექნება აკვანი და მით მეტი კუბოები…” – (ავტორი გენია.ჯი)