ამონარიდები ჩეხი მწერლების ნაწარმოებებიდან…
„საოცარია ხელები… სანამ უსაქმოდ არიან,ბალღზე უმწეონი ჩანან,მაგრამ მცირედიც საკმარისია,ქვეყნიერება გადააბრუნონ”. – ირჟი კრშენეკი (ვინ დაამარილა ზღვა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დახატეთ ადამიანთა მოდგმის სილამაზე და თქვით მისი სადიდებელი!” – იან დრდა (რამდენიმე წლის შემდეგ)
* * *
„ადამიანი თავისთვის ბჭობს,მაგრამ მოვა ბედის მწერალი,მოგიქნევს ცელს და მორჩა,აღარ ხარ”. – ევა ბერნარდიროვა (კეთილის სიტყვა)
* * *
„თქვენ უკანაც არ მოგიხედავენ და თუ მოგიხედეს,მხოლოდ იმიტომ მოგიხედავენ,რომ ყური აგიწიონ”. – ვლადისლავ ვანჩურა (მორალი)
* * *
„აიღე ცხოვრებიდან,რაც შეგიძლია.თავად თუ არ აიღე, – არავინ მოგართმევს,იმქვეყნიური არსებობა კი არაა გარანტირებული”. – იან ოტჩენაშეკი (მოკლე ინტერვიუ გაწვიმებამდე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაჭირვებაში რწმენა – ყველაზე საიმედო კომპასია”. – ვაცლავ რჟეზაკი (შვიდი ტანკი)
* * *
„კეთილი სიტყვა საოცარი ნიჭია,თუნდაც მას ავადმყოფი და უძლური არსება წარმოთქვამდეს”. – ევა ბერნარდინოვა (კეთილი სიტყვა)
* * *
„ტირანის მოკვდინება დანაშაული არაა”. – იან დრდა (რამდენიმე წლის შემდეგ)
* * *
„რამდენიც არ უნდა სდიოს ადამიანმა ყოველგვარ სისულელესა და მონაჩმახს,დადგება დღე,როდესაც ის გონს მოეგება.მაგრამ არ იფიქროთ,რომ ეს მისი სურვილითა და მონდომებით მოხდეს. არა! ამას ძალით ჩაუჭედავენ ტვინში. და უცებ – ბოლო ეღება მის ღირსებას და იგი დანამდვილებით იგებს,რომ სულელურად იქცეოდა,როდესაც ახლაგაზრდა ქალის,ახალგაზრდული აზრების,ახალგაზრდა მიწის და ყველაფერი იმის ფლობის უფლებას ითვისებდა,რაც მოხუცსა და იმ ადამიანებს არ ეკუთვნით,რომლებიც შუბლით კედლის განგრევას ლამობენ”. – ვლადისლავ ვანჩურა (მორალი)
* * *
„ოდნავ მაინც იყავი ადამიანი!” – მიროსლავ ტაფაი (ტალღა) – (ავტორი გენია.ჯი)