ამონარიდები გოდერძი ჩოხელის მოთხრობებიდან…

„ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა.განსაწმენდელია,სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე.არ უნდა ემონო ხორცს,თორემ როცა გაეყრები,მონადყოფილს უიმისობა გაგიჭირდება.ხორცი იგივეა,რაც წიგნისათვის ქაღალდი,ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს,რომ მარად იცოცხლოს,თორემ მოვა მსაჯული და სანაგვეში გადაისვრის”. – (ჩრჩილის აღსარება) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრულობთ? მერედა,თუ გიყვართ,რატომღა იმონებთ ერთიმეორეს.თავისუფლება კი არა,უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ”. – (თევზის წერილები)

* * *

„დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას”. – (მოლოდინით მძიმეა მიწა)

* * *

„ჩვენ როცა ვნატრობთ,ნეტავი ჩიტად მაქცია,ერთი გავფრენილიყავიო,მაშინ ადამიანად ყოფნას კი არ გავურბივართ! არა! სწორედ მაშინ უფრო გვიყვარს ადამიანად ყოფნა და ფრენას რომ ვნატრობთ,ამას იმიტომ,რომ ადამიანად ყოფნა გავალამაზოთ,მეტი თავისუფლება მოვიპოვოთ ფრენით”. – (თევზის წერილები)

* * *

„მე რატომღაც მგონია,რომ ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი,რამდენი სახეც დგას მასში”. – (წერილი ნაძვებს) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე აღარა მსურს ადამიანად ყოფნა იქ,სადაც არც სიმართლე გადის,არც შრომა ფასდება და კაცს კაცად არ გთვლიან.მე მიყვარდა ადამიანები,მაგრამ აღარ მიყვარან.აღარ მიყვარან იმიტომ,რომ აღარა ვარ ადამიანი”. – (თევზის წერილები)

* * *

„ – ვინც მკვდრის ხსოვნას პატივს არ სცემს,ცოცხლებიდანაც უნდა გამოვარჩიოთ”. – (სამანს იქით დასახლებულნი)

* * *

„ – სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული”. – (თევზის წერილები)

* * *

„უდაბურობას ჭინჭრის სახე აქვს.ჩაჟამებული,ჩაჟანგებული იყურება და ყოველთვის ადამიანის ნამოსახლარზე უყვარს ამოსვლა.მოვა,მოხშირდება,ჭინჭარივით სუსხიანი და დამლულავი თვალებით ჩიაცქირება ცის სილურჯეში.

უდაბურობა ნასოფლარის ბოლოებიდან იწყება ხოლმე.ჯერ მივიწყებული ბოსტნები ამოშამბდება,მერე ღოლო,ჭინჭარი და აყევრებული ძირხვნის ფეხი ნება-ნება ამოჰყვებიან ღობეებს და ვიწრო ორღობეებით სოფელში შევლენ,კიბის საფეხურებს აივლიან და კარგამოჯარული სახლის დერეფნებში დამკვიდრდებიან”. – (პატარა ბუბუნაურები)

* * *

„თუ მიჩვეული ხარ ამაო პატივს და გაგიქრება ეს პატივი და თუ აღარაფერი გაქვს შემონახული საიმისოდ,რომ ინუგეშო,აი მაშინ იწყება შენი ჯოჯოხეთი”. – (ჩრჩილის აღსარება) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>