ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს მოთხრობიდან – „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა”
„სიკვდილით დასასჯელი!
აბა,ვითომ რათ არაო? ადამიანნი,არ მახსოვს,რომელ წიგნში ამოვიკითხე,სადაც კარგად თქმული ამაზე მეტი არა იყო რა,ადამიანნი თავის ბოლომოუღებელ ზრუნვებით ყველანი სიკვდილგადაწყვეტილნი არიან.მაშ ჩემ მდგომარეობაში რაღა იგეთი განსხვავებაა?
მას აქეთ,რაც სიკვდილი გამომიცხადეს,რამდენი მოკვდა იგეთი,რომელიც ცდილობდა დიდხანს ეცოცხლა! რამდენმა ახალგაზრდა,თავისუფალმა და ჯანმრთელმა გამისწრო წინ,რომელნიც მოელოდნენ იმ დღის ნახვას,როცა მე სახრჩობელაზე წამიყვანენ.შეიძლება ჩემზე ადრე სამარის კარი იმათ იხილონ,ვინც ახლა დადიან და თავისუფლად წმინდა ჰაერს სუნთქავენ,თავის ნებაზე შედიან-გამოდიან.
ყველაფერს რო თავი დავანებოთ,სიცოცხლეს ჩემთვის აბა რა აქვს სახარბიელო? ბნელი დღე, პატიმართ შავი პური, საზოგადო გობიდან ამოღებული წყალ-წყალა წვენი, უდიერად მოპყრობა,როდესაც სიცოცხლე ასე მანებივრებდა, ლანძღვა-გინება პატიმრების და მათი ზედამხედველებისაგან, დანატრება იგეთი ადამიანისა,რომელიც ორიოდე სიტყვით გამომეხმაუროს და რომელსაც მე მაგიერადვე მივუგო,წამდაუწუმ ცახცახში ყოფნა იმაზე,რაც მე ჩავიდინე, და იმაზეც,რაც მე მომელის: აი,ის ბედნიერებანი,რომლებსაც მე ჯალათი მომაკლებს.
ეჰ,ჯანიც გავარდნია! რაც უნდა იყოს,მაინც საშინელებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)