ამონარიდები ალექსანდრე პუშკინის მოთხრობებიდან…
„ისარგებლე სიცოცხლით,ვიდრე ჯერ კიდევ არ აღმდგარხარ მკვდრეთით”. – (რომანი წერილებად) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც შეჰფიცავ,თავდადებით ემსახურე.უფროსებს გაუგონე.მათი ალერსი არ ეძიო,სამსახურს გაგიწევთ-თქო,თავი არ მოიქაჩლო,მაგრამ სამსახური არ იუარო და გახსოვდეს ანდაზა: სიჭაბუკიდანვე გაუფრთხილდი ღირსებას”. – (კაპიტანის ქალიშვილი)
* * *
„სიღარიბე ნაკლი არ არის,ადამიანს ადამიანობა ამშვენებს და არა სიმდიდრე და მისთანები”. – (ქარბუქი)
* * *
„ამქვეყნად ყოველივეს აქვს თავისი კარგი მხარე”. – (რომანი წერილებად)
* * *
„ხალხი,რომელმაც ასი წელი შეინარჩუნა თავისი წვერ-ულვაში,ჩვენს დროში თავის თავსაც შეინარჩუნებს”. – (როსლავლიოვი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ახირებული ხალხია კაცები,სიტყვის გულისთვის,რომელიც კვირის თავზე ალბათ არც კი ემახსოვრებათ,მზად არიან ერთმანეთი დაკლან და არა მარტო თავიანთი სიცოცხლე გაიმეტონ,არამედ იმათი სინდისი და კეთილდღეობა,ვინც…” – (ქარბუქი)
* * *
„ყმაწვილკაცს ვერ დაემდურები: ცხენი რომ ცხენია,ოთხი ფეხი აქვს და ისიც კი ბორძიკობს”. – (კაპიტანის ქალიშვილი)
* * *
„შთაგონებული სიტყვა არასდროს უქმად არ ჩაივლის”. – (როსლავლიოვი)
* * *
„ზნეობრივი ანდაზური თქმები საოცრად სასარგებლოა იმ შემთხვევაში,როცა მეტად მცირე რამ შეგვიძლია მოვიგონოთ თავის გასასამართლებლად”. – (ქარბუქი)
* * *
„ძველ კანონ-სამართალში წამება ისე იყო დამკვიდრებული,რომ კეთილმყოფელ ბრძანებულებას,რომელმაც იგი აღკვეთა,დიდხანს ანგარიშს არ უწევდნენ.ფიქრობდნენ,დამნაშავის აღიარება აუცილებელია,რათა იგი სავსებით იქნას მხილებულიო.ეს აზრი არათუ უნიადაგოა,ერთიანად უპირისპირდება კიდეც საღ იურიდიულ აზრს,ვინაიდან თუ ბრალდებულის უარი მის ალალმართლობის დასადასტურებლად არ გამოდგება,მაშინ აღიარება მით უფრო ნაკლებად შეიძლება იყოს მისი ბრალდებულობის დამამტკიცებელი”. – (ქარბუქი) – (ავტორი გენია.ჯი)