ამონარიდები ივანე ბუნინის ლიტერატურული ქმნილებიდან – „ლიკა”
„მხოლოდ ერთი და იგივე სახელები უძლებს საუკუნეებს! ჰომეროსი, ჰორაციუსი, ვირგილიუსი, დანტე, პეტრარკა… შექსპირი, ბაირონი, შელი, გოეთე… რასინი, მოლიერი… იგივე „დონ კიხოტი”,იგივე „მანონ ლესკო”… მახსოვს,ამ ოთახში პირველად დიდი აღტაცებით წავიკითხე რადიშევი: „მიმოვიხედე და – ადამიანთა ტანჯვამ სული დამიმწუხრა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი შექმნილია ბედნიერებისათვის,როგორც ფრინველი ფრენისათვის”.
* * *
„არაფერია იმის მსგავსი,რაც შენ წარმოგიდგენია”.
* * *
„არის გრძნობები,რომელთა წინაშე ვერაფერს გააწყობ”.
* * *
„უკვდავნი ჰქმნიან,მოკვდავნი შობენ თავის მსგავსთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მშვენიერია ზოგი უბედური ადამიანი,მისი სახე,თვალები,რომელთაგანაც მთელი მისი სული შემოგყურებს!”
* * *
„ჩვენგან გამოთიშული არავითარი ბუნება არ არსებობს.ჰაერის უმნიშვნელო მოძრაობა ჩვენი საკუთარი სიცოცხლის მოძრაობაა”.
* * *
„დიდად არ აღმაფრთოვანებს ხალხი,სამწუხაროდ,კარგად ვიცნობ მას და მაინცდამაინც არა მწამს,რომ ის ყოველგვარი სიბრძნის საწყისი და წყაროა და რომ მე ვალდებული ვარ მასთან ერთად სამ ვეშაპზე დავამკვიდრო დედამიწა,მაგრამ მაინც,ნუთუ არაფრითა ვართ დავალებული და არაფერი გვმართებს მისი?”
* * *
„ – ყველას ჰყავს თავისი ეშმაკი,მაგრამ საით მიერეკება ან რისთვის,რასაკვირველია,კაცმა არ იცის”.
* * *
„ჩვეულებრივი ამბავია იმედგაცრუებანი!” – (ავტორი გენია.ჯი)