ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური ავტობიოგრაფიული ქმნილებიდან – „სიცოცხლის ყვავილობა”
„თუ საღად ვიმსჯელებთ,თუ ჩვენი ქვეყნის მსგავსად შექმნილ ყველა პლანეტაზე ცხოვრობს,ან იცხოვრებს სულდგმული,თუ იქაური მცხოვრებელებიც იმავე კანონებს ემორჩილებიან,რომელთაც ჩვენ ვმონებთ,ბოროტებას არა ჰქონია საზღვარი; მას უსასრულო სამყარო მოუცავს და ბრძენ კაცს ისღა დარჩენია,გაექცეს სიცოცხლეს,ანდა მასხრად აიგდოს იგი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხორცი სუსტია,ცდუნებას ვერ უძლებს”.
* * *
„ – ჭკუა დიდი ღვთის წყალობაა და ყველას როდი აქვს მომადლებული”.
* * *
„სულაც არ არის ძნელი,შენიშნო,ადამიანი ბედნიერია თუ უბედური.სიხარულსა და ნაღველს ძნელად თუ ვინმე დამალავს,მით უმეტეს,სიჭაბუკის ჟამს”.
* * *
„დიდებისაკენ მიმავალ კაცს გზად ბევრი ლანძღვა-გინების ატანა უხდება, და მათთვის,ვინც ფიქრობს და მოქმედებს,ცუდი ნიშანიც კია,თუ არავინ ამცირებს,არ ემუქრება და შეურაცხყოფას არ აყენებს.ყველა დროში იმათ,ვინც სახელი გაუთქვეს თავის სამშობლოს თავიანთი ნიჭით ან სათნოებით,უხვად იგემეს შეურაცყოფა,დევნა,ტყვეობა,გადასახლება და ზოგჯერ სიკვდილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ო! კარგად ვიცი, არავინ იტყვის, ხე მოკლესო, თუმცა ასე კი უნდა ითქვას, რადგან ისიც სულდგმულია. გრძნობს რასმე? არაო, დაუჟინიათ; ამტკიცებენ, ხეს არ გააჩნია გრძნობის ორგანოები, ინდივიდი არაა და არ შეუძლია შეიცნოსო თავისი თავი. აბა, უცქირეთ! ყვავილობის ჟამს ყოველი ხე ისეთ ქორწილს იხდის, რომელსაც ვერავინ მეტობს სიტურფითა და ნაყოფიერებით. მე გრძნობიერი მგონია და, თუ უგრძნობია, მით ნაკლებ ცოცხალი როდი ეთქმის; მისი მოჭრაც სიცოცხლეზე ხელის აღმართვაა ისევე, როგორც პირუტყვის მოკვლა”.
* * *
„საქმე საბოლოოდ მხოლოდ მაშინაა წაგებული,როცა ხელი ჩაქნეული გაქვს”.
* * *
„სიკვდილ-სიცოცხლე ძმები არიან,ბუნება ხან ერთის,ხან კი მეორის სახეს ღებულობს და ეს სახეებიც ისე ჰგვანან ერთმანეთს,როგორც ანტიკურ სარკოფაგებზე გამოქანდაკებული ორი ყმაწვილი; ეროსი და ანტეროსი”.
* * *
„კაცთა შორის უნიჭიერნესი შეიძლება უკვალოდ გაჰქრნენ; და რაღად უნდა გვიკვირდეს,რომ ის,ვინც დიდებასა და სახელს არ დაეძებს,ბევრადა მეტობს იმას,ვინც ამ დიდების მოხვეჭას პირმოთნე სიტყვებით ცდილობს ხოლმე”.
* * *
„ომის ამბავს უპირატესად ერთი მუჭა ხალხი სწყვეტს ხოლმე.ეს გაიძვერები ისე იოლად ითრევენ ხალხს ომში,რომ გაოცდები კაცი.საამისოდ რომ ხრიკებს მიმართავენ,დიდი ხანია,ყველასათვისაა ცნობილი,მაგრამ მაინცა სჭრის.აყაყანდებიან,სხვა სახელმწიფომ ასეთი და ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენაო და გაიძახიან,ამ სირცხვილს მხოლოდ სისხლი გადარეცხსო.თუმცა სინდისის წინაშე რომ ითქვას,სისასტიკე და მუხანათობა,ყველა ომს თან რომ ახლავს,მათ ჩამდენ ხალხს კი არ ამკობს,სამარადჟამოდ უტეხს სახელს.ის გაიძვერები კი ხმამაღლა გაჰყვირიან,სამშობლოს ინტერესები მოითხოვს იარაღი ავისხათო,თუმცა ეს სამშობლოები მუდამ აოხრებულნი გამოდიან ომებიდან და სისხლისმღვრელი შეტაკებებიც მხოლოდ ერთ მუჭა ხალხს ამდიდრებს ხოლმე.ხალხის შესათოფიარაღებლად ამდენი ლაპარაკიც არა სჭირიატ.საკმარისია,დოლს დაცხონ,დროშები ააფრიალონ და ფრთაშესხმული ბრბოც მყისვე აღსდგება ხოცვა-ჟლეტვისათვის და სასიკვდილოდაც კი გადასდებს თავს.სიმართლე თუ გნებავთ,ყველა ქვეყანაში უმეტესობა ხალისით მიდის ომში,რადგან ომს გამოჰყავს ისინი შინაური ცხოვრების საშინელი მოწყენილობიდან,უამრავ ღვინოს სთავაზობს და მრავალ ფათერაკს აღუთქვამს.ჯამაგირის მიღება,სხვა ქვეყნების ნახვა,სახელის მოხვეჭა სწადიათ და საფრთხეც ფეხებზე ჰკიდიათ.უფრო მეტიც,ხალხს გაგიჟებით უყვარს ომი,რადგან მოკვდავთ ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას,რომელიც კი შეუძლიათ განიცადონ ამქვეყნად; კაცის კვლის სიხარულზე მოგახსენებთ; ცხადია,შეიძლება თავიც წააგონ,მაგრამ აბა,ვინ დაიჯერებს,რომ მოკვდება,როცა ჭაბუკია,სისხლი უდუღს და მკვლელობით მთვრალს რისკი დავიწყებია.მეც მიომია და შეგიძლიათ მენდოთ,რომ მტერთან შებმა და მისი მოკვლა ათი კაციდან ცხრისათვის უზომო ნეტარებაა; ამასთან შედარებით ყველაზე უფრო ამო ალერსსაც კი ფერი ეკარგება.შეადარეთ ომი მშვიდობას.მშვიდობიანი სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს,ერთფეროვანი,ხშირად საძნელოცაა და უმეტეს შემთხვევაში სახელსაც არ სძენს იმათ,ვინც მათ მისდევს.საქმენი ომისანი კი სწრაფია,იოლი,გონებაჩლუნგთათვისაც კი ადვილად მისაწვდომი,მეთაურებისაგანაც კი არ მოითხოვს დიდ ჭკუას; ჯარისკაცებზე ხომ რაღა ითქმის.ომი ყველას შეუძლია.ამის უნარი დედის მუცლიდან დაგვყვება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)