ამონარიდები შტეფან ცვაიგის ნოველიდან – „ფანტასტიკური ღამე”

„ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს,ის არაფერს არ დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში,იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ახლა ვიცი,რომ ყოველი ადამიანი ჩადის დანაშაულს,ვინც გულგრილად ჩაუვლის თუგინდ მის ერთ სახეობას”.

* * *

„ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის,ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს”.

* * *

„მივხვდი,რომ იმაზე დიდ სიხარულს ვერაფერი მომანიჭებდა ამქვეყნად,როგორც საკუთარი თავის მიცემა სხვისთვის.განიავება”.

* * *

„რა ბედნიერებაა,საკუთარ თავში ჩაკეტილი მარტოდმარტო მყოფი კაცისათვის გრძნობდეს,იცოდეს,რომ შიშით ატანილს გააჩნია თავშესაფარი,გააჩნია საყრდენი,რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს,თუნდაც მას მრავალი ხელი ეტანებოდეს და ჟანგისაგან იყოს შეჭმული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სანამ მე უარმყოფდეთ,მე თვითონ უარგყოფთ თქვენ”.

* * *

„ძნელია,ერთ ფორმაში მოაქციო,რაც ხელიდან გაგისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს”.

 

კომენტარის დატოვება