ამონარიდები ჰენრიკ სენკევიჩის რომანიდან – „ვიდრე ჰხვალ”

„ჭეშმარიტება,სადღაც  ისე მაღლა სადგურობს,რომ თვითონ ღმერთებსაც ოლიმპოსის მწვერვალიდან ვერ დაუნახავთ იგი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორც სინათლე მზისგან – ისე ბედნიერება სიყვარულისგან გამომდინარეობს”.

* * *

„სამართლიანობა სამაგიეროს მოითხოვს და კეთილსა და ბოროტს ერთნაირად ვერ მიეგება მისაგებელი”.

* * *

„ – ქრისტემ გვამცნო – ადამიანი გიყვარდეს და არა გვძულდეს,ვინაიდან მისი რჯული სიყვარულია და არა სიძულვილი”.

* * *

„თითოეული ცოდვით,რაც კი სიცოცხლის ჟამს ჩაგიდენიათ,ქრისტეს ტანჯვანი გაგიახლებიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ცხოვრება იცოდა,მან სიკვდილიც უნდა იცოდეს”.

* * *

„განა სავსებით ბუნებრივი არაა,სამშობლოს დამკარგავმა კაცმა ღმერთებიც შეურაცხყოს?”

* * *

„ხალხმა არ იცის,როგორ დაჰყვეს ღმერთის ნებას”.

* * *

„სამძიმოა ადამიანისათვის ერთსა და იმავე დროს უდიდესი ძლიერება და უდიდესი ნიჭი იტვირთო!”

* * *

„ვცხოვრობდი,როგორც მინდოდა და მოვკვდები,როგორც მომესურვება”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება