ამონარიდები შტეფან ცვაიგის ნოველიდან – „ლეგენდა ტყუპ დებზე”
„სამყაროს შემქმნელმა,როცა მამაკაცს ჰქმნიდა,რაღაც უკუღმა შეჰქმნა,ამიტომაა,რომ დედაკაცებისაგან იმის საწინააღმდეგოს მოითხოვენ,რასაც ისინი სთავაზობენ.თუ ქალი ადვილად ნებდება მათ,მამაკაცები მადლიერების მაგივრად ირწმუნებიან,წმინდა სიყვარულით მხოლოდ უბიწოები გვიყვარსო.ხოლო თუ ქალს უნდა უმანკოება შეინარჩუნოს,ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ,როგორ წაართვან ეს ძვირფასი განძი.მოსვენებას ვეღარ პოულობენ,რადგან მათ სურვილთა წინააღმდეგობას გამუდმებული ბრძოლა მოსდევს სულსა და ხორცს შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბიწიერების სიძულვილი ჭეშმარიტი გზაა სიკეთის შეცნობისა”.
* * *
„რა მარდადაც არ უნდა იხტუნოს ეშმაკმა,ცალი ფეხი მაინც მოტყდება”.
* * *
„შეურყეველი სწრაფვა სიკეთისაკენ,თუ სული აღსავსეა ამით,გაუძლებს ყოველ ცთუნებას”.
* * *
„ბრძენ ხალხს უთქვამს: ეშმაკს თმის ღერში რომ ჩაავლო ხელი,იგი უეჭველად ქეჩოში ჩაგეჭიდებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალები მხოლოდ მაშინ ბერდებიან,როცა მათი სილამაზე ჭკნება”.