ამონარიდი შტეფან ცვაიგის ლიტერატურული ესკიზიდან – „დოსტოევსკი”
„ევროპა? ვითომდა რაო? ეს ხომ ეკლესიის ეზოა,ეგებ ძვირფასი საფლავებითაც მოფენილი,მაგრამ ეს საფლავები ამყრალებულან სიდამპლისაგან,რომელიც ახალი მოსავლისათვის სასუქადაც კი აღარ გამოდგება.მხოლოდ რუსულ მიწაზე თუ აღმოცენდება ეს ჯეჯილი. ფრანგები ამპარტავანი ქარაფშუტები არიან, საცოდავ გერმანელებს ძეხვის კეთებაში ამოსდით სული, ინგლისელები გროშად ღირებული სიბრძნით ვაჭრობენ და ამით იქცევენ თავს, ებრაელებს ხომ აყროლებული ამპარტავნობის მეტი არაფერი გააჩნიათ, კათოლიციზმი ეშმაკისეული ქადაგებაა,ქრისტეს აბუჩად აგდება, პროტესტანტიზმი – სახელმწიფოსთვის მიზანშეწონილი გონივრული სარწმუნოება.ყველაფერი ეს ხომ სათაკილო რამაა ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან – რუსულ ეკლესიასთან შედარებით.პაპი სატანა ყოფილა,ტიარით დამშვენებული, ჩვენი ქალაქები – ბაბილონი,აპოკალიფსის ავხორცი მეძავი, ევროპული მეცნიერება – ოპტიკური სიყალბე, დემოკრატია – გაწყალებული ტვინის თხელი ბულიონი, რევოლუცია – ბრიყვთა და გაბრიყვებულთა ოინბაზობა, პაციფიზმი – დედაბრების ლაყბობა.ევროპის ყველა იდეა გახუნებული,დამჭკნარი თაიგულია,რომელიც სანაგვეში გადასაგდებად თუ გამოდგება.ჩვენ გვესმის თქვენი,თქვენ კი ვერ გვიგებთ.ჩვენ რუსები ყველაფრის გამგებნი ვართ,თქვენ კი გონებაშეზღუდული ადამიანები ხართ”. – (ავტორი გენია.ჯი)