ამონარიდები თედორე დოსტოევსკის მოთხრობიდან – „თეთრი ღამეები”
„რა ჩქარა მიფრინავს წლები! და კვლავ კითხულობ: რა უყავი შენს წლებს? სად დაასამარე შენი საუკეთესო ხანა? ცხოვრობდი თუ არა შენ? შეხედე, – ეუბნები საკუთარ თავს, – შეხედე,რა აუტანელი ხდება ქვეყნად ყოფნა.კვლავ ჩაივლის წლები,მათ მოჰყვება პირქუში მარტოობა,მოგკაკვავს უამური სიბერე,შემდეგ კი დარდი და ნაღველიც გაჩნდება.ფერი ეცვლება შენს ფანტასტიკურ სამყაროს; დაჭკნებიან,გაქრებიან შენი ოცნებები და ხიდან ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლებივით განიბნევიან”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკანასკნელ ადამიანსაც კი თანაუგრძნობენ ხოლმე”.
* * *
„მისმინეთ,რატომ არა ვართ ერთმანეთთან და-ძმასავით? რატომ ხდება,რომ ყველაზე კარგი ადამიანი მეორეს თითქოს მუდამ რაღაცას უმალავს და არ უმხელს? რატომ პირდაპირ იმწასვე არ უნდა ითქვას ის,არც გულში გაქვს,თუ იცი,რომ შენი ნათქვამი ქარს არ გაჰყვება? თორემ ყველა ისე გამოიყურება,თითქოს უფრო მკაცრია,ვიდრე ნამდვილად არის,თითქოს ყველას ეშინია საკუთარი გრძნობები არ შელახოს იმით,თუ მათ ძალიან ადრე გამოამჟღავნებს”…
* * *
“მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა გული სხვისას შეუნთო,გინდა ყველა მხიარულობდეს,ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა,როცა უბედურები ვართ,უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას.გრძნობა კი არ სუსტდება,პირიქით,ძლიერდება”…
* * *
„ნუთუ საჭიროა ანგარიშის ჩაბარება ყოველ გრძნობაზე,თუგინდ ძმურ თანაგრძნობაზე!”
* * *
„არ შემიძლია ვდუმდე,როცა გული ლაპარაკობს!” – (ავტორი გენია.ჯი)