ამონარიდები ლორენს სტერნის გენიალური იუმორისტული ჟანრის რომანიდან – „ჯელტმენი ტრისტამ შენდის ცხოვრება და შეხედულებანი”
„რაკი ყველანი ბაზრის შესახებ მონაგების მიხედვით მსჯელობენ, – მე დედამიწას ისევ და ისევ ვაცხადებ ყველაზე მურდალ და უმაქნის სამყაროდ,რომელიც კი ოდესმე წარმოქმნილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღრმად გახლავართ დარწმუნებული,რომ ყოველთვის,როდესაც კაცი გაიღიმებს, – და მითუმეტეს,თუ გაიცინებს კიდეც,თავის ხანმოკლე სიცოცხლეს რაღაცას შემატებს ხოლმე”.
* * *
„დადგება დრო,ისე ავირდავირევით ერთმანეთში,რომ კაციშვილი ვეღარ შეძლებს წამოდგეს და დაიფიცოს,ამა და ამ საქმის ჩამდენი ჩემი წინაპარი გახლდათო”.
* * *
„ზოგიერთი კაცის საქმეებს რაღაც ავი ბედისწერა დასტრიალებს თავს.რარიგადაც არ უნდა ეცადო,ისინი მაინც აღმოჩნდებიან ხოლმე ისე გარემოში,რომელიც იმდენად გარდატეხავს და აუკუღმართებს მათს ჭეშმარიტ მიმართულებას, – რომ რა აღიარებასაც არ უნდა იმსახურებდეს პირდაპირობა,ამ აქმეთა მოქმედი ადამიანები მაინც იძულებულნი არიან იცხოვრონ და მოკვდნენ ისე,რომ ერთხელაც ვერ ეღირსებიან ხოლმე აღიარებას”.
* * *
„ბუნებას არც ნამეტანი ხელგაშლილობა გამოუჩენია,არც მეტისმეტი სიძუნწე,როდესაც მის მკვიდრთ გენიალობითა თუ თვალსაჩინო ნიჭიერებით აჯილდოებდა; – მაგრამ,კეთილგონიერი დედის მსგავსად,დარბაისლური გულუხვობა გამოუჩენია ყველას მიმართ და ისეთი თანაბარზომიერება დაუცავს თავისი ძღვენის განაწილებისას,რომ ამ მხრივ,შეიძლება ითქვას,ერთ მნიშვნელამდე მიუყვანია ისინი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმკაცრე დიდი,ჯიბიდან გავარდნილი თაღლითი რამეა.თანაც ძალზე საშიში.რადგანაც ძალზე მზაკვარი და ცბიერი რამ არის; სიმკაცრე ერთ წელიწადში უფრო მეტ ქონებასა და ფულს წაღლიტავს პატიოსან და კეთილმოსურნე ადამიანებს,ვიდრე ჯიბგირი და მედუქნე მთელი შვიდი წლის განმავლობაში.სიმკაცრის მთელი არსი დაფარულ აზრშია ჩამალული და, მაშასადამე,სიცრუეასა და მოტყუებაში; ეს ძველი ფანდია,რომლის საშუალებითაც ზოგიერთი ცდილობს ისე მოგაჩვენოს თავი,თითქოს იმაზე უფრო მეტი ჭკუა და ცოდნა ჰქონდეს,ვიდრე მართლა აქვს; მთელი თავისი პრეტენზიების მიუხედავად, – ის მაინც ვერ სჯობს და ხშირად ჩამოუვარდება კიდეც იმ განმარტებას,რომელიც დიდი ხანია მასზე გამოთქვა ერთმა ფრანგმა ჭკუამახვილმა კაცმა, – სახელდობრ: მკაცრი იერი – ეს გახლავთ ფარული ფანდი,გამოგონილი თავის დაჭერისათვის,რათა კაცმა მისი საშუალებით დამალოს გონების ნაკლოვანებანიო”.
* * *
„მომლხენი კაცის გადახსნილ სულსა და გულში არავითარი საშიშროება არ იმალება,თუ არა ისევ თავისთავისთვის”.
* * *
„სისასტიკე და სილაჩრე – ორი ყაჩაღი – ტყუპი ძმები არიან”.
* * *
„თუკი უარს გვეტყვიან იმაზე,რაც ჩვენ თვით გვსურს, – არასოდეს,არასოდეს დავკმაყოფილდეთ იმით,რაც ნაკლები ხარისხისაა”.
* * *
„ხალხი მარტო შედეგების მიხედვით მსჯელობს”. – (ავტორი გენია.ჯი)