ამონარიდები ლორენს სტერნის ნაწარმოებიდან – „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში”
„სიღატაკის შვილები გარს რომ შემოგეხვევიან, ნურავინ იტყვის, „ჯანდაბას მაგათი თავიო” – ეგ ხომ იგივეა, ძნელ გზას გაუყენოთ რამდენიმე წუთისოფელგაარმებული კაცი თუ ქალი, რომლებიც უმაგისოდაც შავ დღეში არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამქვეყნად საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ცოდვა-ბრალი ტრიალებს”.
* * *
„კაცი რომ კაცს დაუზავდება, მაშინვე ხელში ბუმბულზე მეტად შეუმსუბუქდება ხოლმე უმძიმესი ლითონთაგანი!”
* * *
„აბა,რა ფასი აქვს ამქვეყნიურ განცხრომას, თუ იგი ჩვენს სულში ღვარძლსა სთესავს და ესოდენ სათნო ძმათა ჩვენთა წაგვკიდებს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გვამართვინებს მათთან”.
* * *
„თუკი სულ რამდენიმე სიტყვა იკმარებს შავ დღეში ჩავარდნილი არსების გამოსახსნელად, რა შესაყვარებელია კაცი, ამ სიტყვებს რომ დაიშურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი ჭირვეული ვინმე ბრძანდება ეს ჩვენი წუთისოფელი”.
* * *
„როდესაც გული წინ უსწრებს გონებას, იგი განსჯის უნარს უამრავი საზრუნავ-სადარდებელისაგან ათავისუფლებს”.
* * *
„სადაც რისკია, იქ შეიძლება დაკარგო კიდეც”.
* * *
„ზოგჯერ ადამიანი შემოგხედავთ და ამ შემოხედვაში შემოგანათებთ მარტივი სინატიფე – სადაც ჟინიანობა, გონიერება, სიდარბაისლე და კვიმატობა ისეა ერთმანეთში არეული, მთელი ბაბილონის ენებისათვის რომ მოგეყარათ თავი, მაინც ვერ გამოხატავდით მას – იგი მყისვე გწვდებათ სულში და გეუფლებათ ისე, რომ ვეღარ გაგიგიათ, რომელი თქვენგანი იყო ამ იდუმალი კავშირის სათავე”.
* * *
„ნუგეშად ისღა დაგრჩენია, ჩემო ძმაო, ვუთხარი მე, მაგ საბრალო პირუტყვის დამკარგავს, რომ დარწმუნებულიცა ვარ, ლმობიერ და შემბრალე პატრონობას უწევდი მაგ საცოდავს, სანამ პირში სული ედგა. – ვაგლახ! მომიგო მგლოვიარემ, ვაი, რომ მეც აგრე მეგონა, სანამ ცოცხალი მყავდა – მაგრამ, ახლა, მკვდარს რომ დავცქერი, სხვაგვარად ვფიქრობ. – ვაი თუ ჩემს წონასთან ერთად ჩემი მწუხარების სიმძიმე მეტისმეტი იყოს მისთვის – მათ შეუმოკლეს დღენი ამ საბრალო არსებას და, ვინ იცის, იქნებ პასუხიც მე უნდა ვაგო მათთვის. – სირცხვილი ადამის ძეთ!-მეთქი, გავივლე გუნებაში - ჩვენც რომ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ამ საწყალს უყვარდა თავისი სახედარი – სხვაგვარად იქნებოდა საქმე” – (ავტორი გენია.ჯი)