ამონარიდი ემილ ზოლას რომანიდან – „ქალთა ბედნიერება”

„მაღაზიები სწორედ ქალების გამო ექიშპებიან ერთმანეთს,სწორედ ქალების მახეში გაბმას ცდილობენ,როცა ვიტრინებით ახვევენ თავბრუს,უღვიძებენ ახალ ვნებებს. მაღაზიები წარმოადგენენ უდიდეს ცდუნებას,რასაც ქალი საბედისწეროდ აჰყვება ხოლმე: ჯერ კარგი დიასახლისივით იძენს საქონელს ოჯახისთვის,შემდეგ სიკეკლუცე დაეუფლება და ბოლოს ამ ცდუნების მსხვერპლი ხდება.ვაჭრობის გაფართოებით,ფუფუნების დემოკრატიზაციით მაღზიები ფულის ხარჯვის საშინელ საშუალებად იქცევიან,აჩანაგებენ ოჯახებს და გიჟურ მოდას აყოლილთ,ძვირად უჯდებათ თითოეული ნაბიჯი. და თუ მაღაზიებისთვის ქალი დედოფალია,რომელსაც ელაქუცებიან,ყურადღებას არ აკლებენ და მის სისუსტეს ბოროტად იყენებენ,ის აქ მეფობს იმ შეყვარებული დედოფალივით,რომელსაც ქვეშევრდომები ყიდიან და რომელიც თითოეული კაპრიზის საფასურს საკუთარი სისხლის წვეთებით იხდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>