ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან – „რკინის საცერი”
„დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. მამაკაცს შეუჩნდება,სულსა და გულში ჩაეღვრება,ჯერ ბუზივით უკბენს,მერმე მისდგება და ისე გაავსებს თავისი აზრით და ნებით,როგორც კოკას ავსებენ ხოლმე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონიერი ხალხი შენობას ქვევიდან აშენებს და დასანგრევს ზევიდან ანგრევს”.
* * *
„ – მე მიწამ გამზარდა… მე გლეხის შვილი ვარ… ფესვები მიწაში მაქვს გადგმული, და თუ ამოვიგდე,მაშინვე გავხმები”.
* * *
„ვინც შეება,უნდა კიდეც გასწიოს”.
* * *
„გამბედავი მშრომელისთვის ქვეყანა ოღონდაც რომ დიდია,ხოლო ზანტი ჯაბანისთვის სათივეშიც ჩაეტევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე სიმართლე კი არ არის,საქმე საქმეა და მეტი არაფერი.სიმართლე ის არის,რაც არის, და რაც არ არის,ის სულ არ არის,არა!”
* * *
„ადამიანი ღამით ისვენებს.მიწა კი შემოდგომაზე ჩასთვლემს,ზამთარში ჩაიძინებს და გაზაფხულამდე სძინავს.შემდეგ თბილ მკერდს გაიღეღავს და ექვსიოდე თვეს იწველება”.
* * *
„ – გამარჯვება,შალიკო!
- გაგიმარჯოს,თევდორე! რასა იქ? ცხოვრებამ ხომ არ დაგჩაგრა?
- ხან ის ამომიდებს ქვეშ და ხან მე. გამშველებელი კი არავინ არის. ერთმანეთს საპონივით ვღეჭავთ,ორივეს გული გვერევა და არ ვიცით,ერთმანეთს სად გავექცეთ”.
* * *
„რა დრო დადგა! ერთ საათში ქმარს გამოიცვლის! მე ერთ საათში ცხენსაც ვერ გამოვიცვლი და ესენი ცოლსა და ქმარს იცვლიან”.
* * *
„სირცხვილს დამალვა უნდა,თორემ…” – (ავტორი გენია.ჯი)