ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ჩვილი გულის პატრონი დღევანდელ მკაცრ ცხოვრებას ვერ გაუძლებს”. – მიხეილ ჯავახიშვილი (დამდნარი ჯაჭვი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რად გინდა უსულო ხორცი? რისი მაქნისია ცოლი,თუ იმის გულში სხვა ვინმე ცხოვრობს?” – მიხეილ ჯავახიშვილი (დამდნარი ჯაჭვი)

* * *

„ისე უნდა გიყვარდეს,რომ ყველა ფიქრობდეს,ნეტავი მეც ასე შემეძლოსო”. – თამაზ ჭილაძე (პირველი დღე)

* * *

„რას იზამ – მკვდარს ყველა აბრალებს… წესივით არის”. – პაატა ბერიკაშვილი (შავი პეპლების სერენადა)

* * *

„ღმერთმა როგორც დამიწერა,ისე ვიქცევვი”. – გოდერძი ჩოხელი (კომბოსტოს ჭიის გასამართლება) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერება არის უსიზმრო ძილი,როდესაც ცოცხალი ვარ და არც შიგნიდან მღრნის რამე და არც გარედან”. – დავით ქართველიშვილი (შვილზე მეტი და სიყვარულის ახსნა)

* * *

„ზოგიერთს სახეზე ნათლად ატყვია ჩაკლული სიყვარულის კვალი”. – გოდერძი ჩოხელი (კეცხოველი და ბუქურაული)

* * *

„ო, რა საოცარია! ადამიანს სიკვდილის წინაც კი არ შეუძლია მომავალზე არ იფიქროს,მისთვის უკვე დასრულებულ და არარსებულ მომავლაზე”. – თეონა დოლენჯაშვილი (ფიდაი,ანუ ამინა სამიდან ხუთამდე)

* * *

„ – საოცარია. ვიბადებით,რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით,რათა განვიწმინდოთ”. – ოთარ ჭილაძე (ყოველმან ჩემმან მპოვნელმან)

* * *

„კაცი ცოცხალ მძორად არ უნდა იქცე. მძორს არავინ მოეფერება… რო დაბერდები,უნდა უყვარდე ვინმეს…” – პაატა ბერიკაშვილი (შავი პეპლების სერენადა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება