„სიბრძნის წუთი”
ერთ მეფეს დაბადების დღეზე პოეტმა საკუთარი ლექსი მიუძღვნა,რომელშიაც მგოსანი იმ ბედნიერ დღეს ასხამდა ხოტბას,როდესაც მონარქი ქვეყანას სასიკეთოდ მოევლინა. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა კი მეფის სათაყვანო არსების პორტრეტი დახატა და იგი მიართვა მას. მეფემ იმავ წუთს წიგნი დახურა,იღლიაში ამოიდო,სატრფოს პორტრეტი კი ორივე ხელით აღაპყრო. პოეტის უკმაყოფილებაზე,რომ მისი ნაწარმოები უფრო შინაარსიანია,ვინემ მხატვრის უხმო სურათი,მეფემ უპასუხა: „ოი, პოეტო, გაჩუმდი, შენ არ იცი,რას ლაპარაკობ; ეს სურათი ემსახურება უკეთეს გრძნობას,ვინემ შენი,რომელიც გათვალიწინებულია უსინათლოთათვის. მომეცი ისეთი რამ,რომ შემეძლოს დანახვა, შეხება და არა მარტო მოსმენა. და ნუ გამკიცხავ არჩევანისათვის,რომ შენი ნაწარმოები იღლიაში ამოვიდე,ფერმწერის ნაწარმოები კი ორივე ხელით მიჭირავს და ჩემი თვალები მასზე მიმიპყრია. ხელებმა ხომ თავისთავად წაიწიეს უფრო ღირსეულის სამომსახუროდ,ვინემ სმენაა”. – (ავტორი გენია.ჯი)