ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „გოია ანუ შემეცნების რთული გზა”

„ვინც თავისით მოიპოვა ძალაუფლება და სახელი,უფრო მეტად აფასებს მას, ვიდრე ის, ვისაც დაბადებით თანდაყოლილი აქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაღლილ ზურგზე ურბილესი ბუმბული არ არსებობს”.

* * *

„ხახვად გაჩენილი ვარდად ვერ იქცევა”.

* * *

„ყველაზე უარესი ყრუ ის არის,რომელსაც გაგონება არ სურს”.

* * *

„სწავლულ ბრიყვზე უარესი არაფერია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კატა ჭამის დროს სულ აქეთ-იქით იცქირება,მტერი არ მომიახლოვდესო,კაცმა კატას უნდა მიბაძოს. ვინც ფხიზლად არაა – მისი საქმე წასულია”.

* * *

„როცა ოქროც იჟანგება,რკინისაგან რაღას გამოელი?”

* * *

„საჭიროა უგუნურება გულშივე ჩაახშო, დამალო, ლაგამი ამოსდო, მუმიად აქციო, არ მისცე აბობოქრების და ხმის ამოღების საშუალება”.

* * *

„ცხოვრება,მიუხედავად იმისა,რომ ხშირად აუტანელია,მაინც ღირს ტანჯვად. და მუდამ ეღირება”.

* * *

„ქალი რომ წყლიდან ამოათრიო,მტკიცებას დაგიწყებს,რომ თვითონ შენ ეგდე წყალშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება