ამონარიდები ქეი-ქაუსის დარიგებათა წიგნიდან – „ყაბუს-ნამე”
„ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია, – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხი საჩუქრით უფრო იხიბლება,ვიდრე სიტყვით”.
* * *
„როცა ადამიანს სიკეთეს მოუტან,ის სიკეთე შენც იმავე ზომით გარგებს,რა ზომითაც იმ კაცს არგო. ხოლო თუ ვინმეს მიმართ ბოროტებას ჩაიდენ,შენც ისევე შეწუხდები,როგორც ის კაცი”.
* * *
„ყოველ საქმეში შენ თვითონ იყავი შენი თავის მსაჯული,რადგან ვინც საკუთარ თავს განსჯის,მას მსაჯული არ დასჭირდება”.
* * *
„არა მარტო ბრძენთაგან გმართებს ჭკუის სწავლა,არამედ უვიცთაგანაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცოდე,რომ ერთი კაცის აზრი ორისას ვერ გაუტოლდება. ცალი თვალით შეუძლებელია დაინახო ის,რასაც ორივე თვალით დაინახავ”.
* * *
„კაცთან კაცი იყავი და ადამიანთან ადამიანი,რადგან ყველა კაცი ადამიანი არ არის”.
* * *
„ცუდ მეგობარს მარტოობა გერჩიოს”.
* * *
„ღია ცის ქვეშ არ შეიძლება გააკეთო ის,რასაც საკუთარ ჭერქვეშ გააკეთებ. ადამიანს თავისი ჭერის ჩრდილი უფრო ფარავს,ვიდრე ხეთა ჩრდილი”.
* * *
„სტუმრობის დროს,მტერია თუ მოყვარე,დაიცავი მასპინძლობის წესები”. – (ავტორი გენია.ჯი)