ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პატარა პიერი”
„კარგად ვიცი,რომ ფული სათავეა ყოველგვარი ბოროტებისა და ღრნის ჩვენს ისედაც სასტიკ საზოგადოებას,რომლითაც ასე ვამაყობთ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოველები,მეტადრე ველურ ყოფაში,გამჭრიახნი და ერთობ მოხერხებულნი არიან. მოშინაურებით კი ვაკნინებთ,ვრყვნით მათ გულსა და გონებას. რა ჭკუა შერჩებოდა კაცს,ისეთ დღეში რომ ჩაგვეგდო,როგორშიაც,შინაურ ფრინველებზე რომ არაფერი ვთქვათ,ძაღლები და ცხენები გვყავს? „ზევსი როს მონად მოაქცევს ვისმე,სანახევროდ ღირსებასაც ახდისო”.
* * *
„უნდა ვაღიარო,თუნდაც ბევრმა მიძრახოს კიდეც: გულიც ისევე ხშირად ცდება,როგორც გონება და მისი შეცდომები ნაკლებ სავალალო როდია”.
* * *
„დიდი ნიჭი მუდამ უსამართლობის მსხვერპლი ხდება”.
* * *
„ცხოვრება ცარიელი ნატვრაა. და იმისდა მიხედვით,ნატვრა ტკბილი გვგონია,თუ მწარე,სიცოცხლეც საამურად ან სავალალოდ გვეჩვენება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთებს წესად აქვთ – და არასდროს გადავლენ ამ წესს – ძვირად დაგვისვან ის სიკეთე,რაიც გვიბოძეს”.
* * *
„სამყარო თითოეული ჩვენთაგანისათვის მხოლოდ ისაა,რასაც თვითონვე დავატარებთ ჩვენს არსებაში”.
* * *
„კარგი ბატონები და კარგი მსახურები ყოველთვის იშვიათნი იყვნენ. ქვეყნად ცოტანი არიან ეპიქტეტეები და მარკუს ავრელიუსები”.
* * *
„უცნობი სამყარო მართლაც გარს გვარტყია; რაც ჩვენს გარეთაა,ყველაფერი მას ეკუთვნის. მაგრამ რაკი არ ძალგვიძს გავექცეთ ჩვენს თავს,იქამდე ვერასოდეს მივაღწევთ”.
* * *
„მუდამ გულის კარნახს უნდა მივდიოთ ხოლმე”.