ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან…
„იქით რა არის, არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელი. რამდენს, რამდენს, ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა…
რამდენს მიუმატებია სახელისათვის სახელი…
რამდენი დარჩენილა უსახელოდ…
რამდენი ეძებს სახელს…
და კიდევ რამდენი ჰკარგავს… – (წერტილი და მძიმე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუკი აღარასოდეს მოვალთ, მოდი, ერთხელ ღმერთის წინაშე ისეთებმა გავიაროთ, როგორებიც ვართ”. – (გაფრენა)
* * *
„იყო ნება ღვთისა და არარაისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად”. – (შემინახე,დედაო მიწავ!)
* * *
„ზოგი სიყვარული ისე ჩაიძირება ხოლმე ადამიანთა ხსოვნის ოკეანეში, როგორც ნიჟარაში გამომწყვდეული ცვარი ზღვის ქვეშ და იცდის, სანამ მარგალიტად არ გადაიქცევა. მერე კი ისევ შეახსენებს ხოლმე ადამიანებს თავს და თავის სიძლიერეში დარწმუნებული ბრწყინავს, რათა მომავალმა თაობებმაც იგრძნონ მისი სიდიადე. მერე ისევ ამოირჩევს ვიღაცას და მთელი სიძლიერით დაატყდება თავს, დასწვავს, დაჰბუგავს ყოველივეს და ისევ ჩაიძირება ადამიანთა ხსოვნაში, რათა ისევ აღიდგინოს ის ბეწინვალება, რაც დახარჯა, მერე კი ისევ ამობრწყინდება, როგორც ნიჟარაში გამომწყვდეული ცვარი ოკეანიდან…
ასეთი ზნე სჭირს იმ დალოცვილს”. – (კეცხოველი და ბუქურაული)
* * *
„ – უფლება არა გვაქვს, იმ ადამიანების მიწა გავლახოთ ფეხქვეშ, ვის ენასაც პატივს არა ვცემთ”. – (ნადირობა ოზანოს მთაში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილი ვალია, უნდა მაიხადოს კაცმა თავისი ვალი”. – (ადამიანთა სევდა)
* * *
„ბავშვობას ჰგავხარ, საქართველოვ, უმანკოებით და ამიტომაც ვერ გერევა ვერარა მტერი”. – (აღმოსავლეთის სარდალი)