ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”
„ადამიანი მოედანზე გამოდის და ცეცხლს იკიდებს,რათა იქნებ იმ ცეცხლის შუქზე მაინც დავინახოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზედმეტი სიკეთეც ავადმყოფობაა… აუძლურებს კაცს… ნუთუ სიკეთე უძლურებაა? ნუთუ ძლიერი რომ იყო,უნდა გაბოროტდე აუცილებლად?”
* * *
„არ შეიძლება სხვისი სიკეთის მითვისება! არ შეიძლება ყველაფრის მითვისება”…
* * *
„ჩხრეკენ და ქექავენ სხვათა უბედურებებს,რათა თვალი აარიდონ იმას,რაც ცხვირწინ უდევთ,რაც მათზედაც ვრცელდება”.
* * *
„მოწყალების არც გაღებას ვაპირებ და არც მიღებას,რადგან მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა,ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს. ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა,მაგრამ ძლიერია არა ის,ვინც იძლევა,არამედ ის,ვინც არ იღებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა ქალს თავისი ოჯახი უნდა ჰქონდეს. ერთ ოჯახში სამი ქალი უბედურებაა. რომელიღაც ქვეყანაში ერთად დახატული სამი ქალი სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს თურმე”.
* * *
„დღესასწაული მხოლოდ მაშინაა დღესასწაული,როცა სხვებიც დღესასწაულად თვლიან. მარტო კაცს დღესასწაულიც არ გააჩნია,ხოლო გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა”.
* * *
„ასე იცის დიდმა სიყვარულმა,არც გზა არსებობს მისთვის და არც კედელი,ცაში ჰკიდია ვარსკვლავივით, და ციდან ატყობინებს შეყვარებულებს ერთმანეთის ამბავს”.
* * *
„ამაყი სიძულვილი მხოლოდ მახინჯსა და სუსტს უჩნდება ლამაზისა და ძლიერის მიმართ”.
* * *
„ცივილიზაციისათვის საზღვრები არ არსებობს,მაგრამ გასახარი და საამაყო არაფერია ამაში,რადგან კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე გამოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს,არამედ დიადისაკენ ერთნაირი მიდრეკილება,შექმნის მოთხოვნილება და უნარი. საერთო ფეხსადგილში ერთნაირად გაჭირვებული ხალხი იყრის თავს და არა ერთნაირად მოაზროვნე”. – (ავტორი გენია.ჯი)