თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ეშმაკნი”
“თუ კადნიერებად არ ჩამეთვლება ესოდენ საჩორითო საკითხში ჩემი აზრის გამოთქმა,მე ვიტყოდი,რომ ყველა ეს სიცოცხლეში გენიოსებად მონათლული საშუალო ნიჭის ჩვენი შემოქმედნი არა მარტო სიკვდილის შემდეგ ქრებიან ხალხის ხსოვნიდან,ზოგჯერ სიცოცხლეშიაც წარმოუდგენლად მალე ივიწყებს მათ ძველი თაობის შემცვლელი ახალგაზრდობა.ეს ისე სწრაფად ხდება ჩვენში,როგორც დეკორაციების შეცვლა თეატრის სცენაზე.ოო,არ იფიქროთ,მე პუშკინებს,გოგოლებს,მოლიერებს,ვოლტერებსა თუ სხვა მისთანა მოღვაეებს ვგულისხმობდე,ვინც ახალი სიტყვის სათქმელად მოსულან! ისიც მართალია,რომ ეს ჩვენი საშუალო ნიჭის შემოქმედნი ხანდაზმულობის წლებში ჩვეულებრივ ძალზე საცოდავად იფიტებიან,თუმცა თვითონ ამას ვერ ამჩნევენ.ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების განმავლობაში ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია,ჰგონია,საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო,მაგრამ დაბოლოს მისი ღირებული იდეა ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა,გული არავის დასწყვეტია,ასე მალე რად გამოიფიტაო,ხოლო თმაჭაღარა ბებრები ამას ვერ ამჩნევენ და გული მოსდით.მათი პატივმოყვარეობაც საოცრად იზრდება სწორედ ასპარეზის დასასრულს, – თავი მართლა ღმერთები ჰგონიათ”. (ავტორი გენია.ჯი)