ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პინგვინთა კუნძული”
„ქალი ცოდვილია,თუ სხეულს ფულზე ჰყიდის,მაგრამ უფრო ცოდვილია,როცა უფასოდ ნებდება. პირველ შემთხვევაში იგი სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედებს. ამის გამართლება თუ არა,მიტევება მაინც შეიძლება. ასეთი ქალი კვლავ ღვთის მოწყალების ღირსი რჩება. ღმერთმა ხომ თვითმკვლელობა აკრძალა და არ სურს მისმა ქმნილებებმა,რომლებიც უფლის ტაძრებიც არიან,თავი გაინადგურონ. ამასთანავე,როცა სიცოცხლის გადასარჩენად ცოდავს,ქალი მორჩილია და არავითარ სიამოვნებას არ იღებს; ეს კი მის ცოდვას ამცირებს. მაგრამ თუ ქალი უფასოდ ცოდავს,ეს იმას ნიშნავს,რომ სიამოვნებით ცოდავს და ამ ცოდვით ტკბება. სიამაყე და სიამოვნება,რომლითაც იგი თავის დანაშაულს ამძიმებს,მის ცოდვას მომაკვდინებელ ცოდვად აქცევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა სულ არაფერი იცი,ეჭვი ვერ წამოიშლება,რადგან დაეჭვებას მოტივი სჭირდება. უმიზეზოდ დაეჭვება შეუძლებელი გახლავთ,დაჯერება კი შეიძლება”.
* * *
„რაც ღვთის კანონები დაგმეს,ადამიანურ კანონებსაც განუდგნენ,საიდანაც ნათლად ჩანს,რომ კარგი მოქალაქე ჯერ კარგი ქრისტიანი უნდა იყოს”.
* * *
„ადამიანთა სამართალი პატივსაცემია თვით იმ ნიშანდობლივი შეცდომებითაც კი,მისი ცდომილი და შეზღუდული ბუნება რომ წარმოშობს. შეცდომები არასოდეს გახლავთ გამოუსწორებელი; თუ მას მიწაზე მსაჯულნი არ გამოასწორებენ,უფალი გამოასწორებს ზეცაში”.
* * *
„ღვთიური სიბრძნე ხანდახან ფილოლოგიურიც ხდება და ამ ეტიმოლოგიით გვაფრთხილებს,ურია ხანძარს დაანთებს იმ ქვეყანაში,რომელმაც შეიფარაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავისუფლება თვითნებობას როდი ნიშნავს”.
* * *
„სიმდიდრე ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საშუალება გახლავთ. ამ ხალხმა კი იგი არსებობის ერთადერთ მიზნად აქცია”.
* * *
„არსებობს საფეხური,სადაც უმსგავსოება საზოგადოებისათვის მომაკვდინებელი ხდება”.
* * *
„დაეჭვების ნიჭი განსაკუთრებული,საუცხოო,ფილოსოფიური,ამორალური,ამაღლებული,საზარელი და ეშმაკი თვისებაა; ადამიანთათვის და ქონებისათვის იგი მავნეა,პოლიციისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მტრული,კაცობრიობისათვის დამღუპველი,ღმერთებისათვის დამარბეველი და ზეცისა და მიწისათვის საძულველი”.
* * *
„დღეს,ისევე როგორც ძველად,მხოლოდ ძალმომრეობით შეიძლება რამეს მიაღწიო. ეს ქმედითი იარაღია; მხოლოდ მისი გამოყენება უნდა იცოდე”. – (ავტორი გენია.ჯი)