მრავლისმეტყველი ამონარიდი სტენდალის გენიალური რომანიდან – „წითელი და შავი”
„ – მე ფული მაქვს დაგროვებული! წამოიძახა მან უცებ. ამ გენიოსურმა სიტყვებმა შეცვალა მოხუცის სახეც და ჟიულენის პოზიციაც.
- როგორ უნდა განვარიგო? – იკითხა ჟიულენმა უფრო წყნარად”.
ჟიულენის მამას უნდოდა ხელიდან არ გაეშვა ეს ფული და ესიამოვნა კიდეც,შვილმა რომ გამოუცხადა,ათას-ათას ფრანკს ჩემს ძმებს მივცემ,დანარჩენს კი თქვენ დაგიტოვებთო.
„ – საუცხოოა, – უპასუხა მოხუცმა,დანარჩენი მე სამართლით მერგება. მაგრამ,რადგან ღმერთმა წყალობა გამოიჩინა და გული მოგილბოთ,თქვენი ვალებიც უნდა გადაიხადოთ,თუ გსურთ მოკვდეთ,როგორც კეთილ ქრისტიანს შეეფერება. რჩება კიდევ ხარჯები,რომელიც თქვენი გამოკვებისა და აღზრდისათვის გავიღე და რომელზედაც თქვენ არ ფიქრობთ”…
ეს ამაზრზენი ანგარიშიანობაა შვილთან,რომელსაც მეორე დღეს გილიოტინით უნდა მოჰკვეთონ თავი!..
„აი მამის სიყვარული!” – ჩაილაპარაკა რამდენჯერმე ჟიულენმა სევდიანად,როცა მარტო დარჩა”. შემდეგ კი ისევ ფიქრს მისცა თავი:
„იმის შიშით,ფული არ დამაკლდესო,სიძუნწის კარნახით,ის ნუგეშს პოულობს სამას თუ ოთხას ლუიდორში,მე რომ შემიძლია დავუტოვო. ერთ მშვენიერ კვირა დღეს,სადილის შემდეგ,ის თავის ოქროს აჩვენებს ვერიერის შურიან მოქალაქეებს. ვინ არის თქვენს შორის ისეთი,ჰკითხავს მათ თვალთა გამომეტყველებით,ვინც შვილს სიამოვნებით გილიოტინაზე არ გაისტუმრებსო,თუ ასეთ საფასურს მიიღებდა?!” – (ავტორი გენია.ჯი)