ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური რომანიდან – „ანგელოზების აჯანყება”

„ – უბედურები,სანამ სული უდგათ პირში,ებღაუჭებიან სიცოცხლეს; გაქრობაში როდი ეძიებენ ნუგეშს. არყოფნაში მოსვენებას ვპოვებთო,თავს როდი იიმედებენ. მათი სიგიჟე თვით არყოფნასაც საშიშრად უხდით. ისიც ხომ აჩრდილებით დაასახლეს! დახეთ ამ ფრონტონებს,ამ სამრეკლოებს,ამ გუმბათებსა და მბზინავი ჯვრებით თავშემკობილ ამ შპილებს,ნისლიან ცარ რომ ჰკვეთენ… ადამიანები აღმერთებენ დემიურგს (გნოსტიკოსები თვლიდნენ რომ დემიურგი სამყაროს შემოქმედი იყო),რომელმაც მათ სიკვდილზე უარესი სიცოცხლე განუწესა და სიცოცხლეზე უარესი სიკვდილისთვის გაწირა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სჯობს ცოტა რამ იცოდე,ვიდრე ბევრი და ცუდად”.

* * *

„ადამიანთა საქციელს იმ სიამოვნებისა და მწუხარების მიხედვით ვსჯით,რომელთაც გვაყენებენ ხოლმე”.

* * *

„ – როგორ ხსნით იმ უბედურებათ,კაცობრიობას რომ ატყდება თავს?

- ხანდახან თავი ხომ უნდა შეგვახსენოს ღმერთმა, – მიუგო აბატმა ნეტარი ღიმილით”.

* * *

„ – ზოგსა ჰგონია,დაუსჯელად ჩაუვლის უწესო,ფუქსავატური ცხოვრება. მაგრამ ცდებიან. წრეგადასული სიამოვნებანი რყვნის გონებასა და ურევს ადამიანს. ეშმაკი ეპატრონება ცოდვილის გრძნობათ,რომ მის სულში დაიდოს ბინა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისინი,ვისაც მფარველი ანგელოზი არა ჰყავს,პირუტყვებს ედარებიან. ესეც არ იყოს,პატიოსნად ვერ ჩაითვლები,თუ ღვთის რწმენა არ გაგაჩნია; ეს შეუძლებელია”.

* * *

„ლხინშიაც ხშირად დღეს გვიწამლავს განვლილი ჭირი”.

* * *

„ – ყოველივეს,რაც ამ გეენაში სუნთქავს,უყვარს სიცოცხლე. ეს დიდი საიდუმლოა”.

* * *

„კაცნი სულ ახლო მომავალსაც ძლივს ჭვრეტენ და რაც არ უნდა იფრთხილონ,რა ღონესაც არ უნდა მიმართონ,ხშირად გაწბილებულნი რჩებიან ხოლმე. ბედის დარტყმებს ვერავინ აიცდენს,მის განაჩენს ვერავინ გადუვა. ვერავითარი ტვინის ჭყლეტა,ვერავითარი ძალისხმევა ბედისწერას ვერ აჯობებს. რა უბედურები ვართ!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>