გერონტი ქიქოძე – „სიკვდილი”
„უგუნური და უნიჭო მხატვრები მოარულ ჩონჩხად გხატავენ. ხელში ცელს გაძლევენ მჭრელს,მოელვარეს და ყინულივით ცივს. ეს სახე ბავშვობიდანვე შევითვისე,ვძრწოდი მის წინაშე.
გვიან დავრწმუნდი,რარიგ საშინლად ვცდებოდი. ვხედავ,შენ ნაზი,კეთილი მეგობარი ხარ,ჩვენს შორის უხმოდ დადიხარ,რათა მოსვენება და ბედნიერება მოგვიტანო. ხშირად ვგრძნობ შენს სუნთქვას; ის ძილის რულზე უფრო მსუბუქია,ის უფრო ნაზია,ვიდრე სიყვარულის ალერსი უცოდველი დედაკაცისა”… – (ავტორი გენია.ჯი)