ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ცრუ ნერონი”
„როცა საქმე ძალა-უფლებას ეხება,განა იცის ვინმემ,სად თავდება მოჩვენებითი ამბები და სად იწყება სინამდვილე? მბრძანებელი შუქს უნდა აფრქვევდეს. რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოაქვს მას ეს შუქი. ყოველთვის კარგი კი არ არის,თუ ეს შუქი მართლა მას ეკუთვნის,ხანდახან უმჯობესია შუქი გარედან გარედან მიანათონ,საჭირო მხრიდან მიანათონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ კაცი სამშობლოსათვის კვდება,უსახელო სიკვდილიც ტკბილი და საამაყოა”.
* * *
„კითხვის დასმა პასუხის გაცემასაც ნიშნავს”.
* * *
„ძალა-უფლება ნიშნავს შეტევას. ძალა-უფლება ნიშნავს ქალაქების აღებას,ჟლეტასა და წამებას. ნაჯახი და წკეპლების კონა,აი რა არის ძალა-უფლების სიმბოლო”.
* * *
„რაც უფრო გემატებათ წლები,მით უფრო შორს უნდა იხედებოდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯობია,ახლა გვქონდეს მეათედი შანსი,ვიდრე მომავალში – არავითარი”.
* * *
„ძალა-უფლება რომ განიმტკიცო,ამისათვის ერთი უებარი საშუალება არსებობს: მოსახლეობის კეთილად განწყობილი ნაწილი ავად განწყობილ ნაწილს უნდა მიუსიო”.
* * *
„თვალი გაუსწორე საფრთხეს”.
* * *
„როგორც ჩანს,კეთილშობილებამ გზა უგუნური და მზაკვრული საშუალებებით უნდა გაიკაფოს”.
* * *
„ვინც საშველად ბრბოს მოუხმობს,უნდა დაუთმოს კიდეც მას”. – (ავტორი გენია.ჯი)