ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ცრუ ნერონი”
„როდესაც მთავარი საყრდენი ბრბოის სირეგვენეა,წუთიერ წარმატებას წინ ვერაფერი დაუდგება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცივილიზაცია ნიშნავს იყო ზომიერი,ცივილიზაცია ნიშნავს ემორჩილებოდე ღვთაებრივ კანონებს”.
* * *
„ნეტავი ღმერთმა კაცობრიობა ასეთი შესაბრალისი რად შექმნა? ალბათ ერთობოდა”.
* * *
„ჭკუას არ სცემენ პატივს. ხალხი უჭკუოს დიდების გვირგვინით ამკობს,ჭკვიანს კი დასცინის და ლაჩარს ეძახის”.
* * *
„ჭეშმარიტი ვაჟკაცობა და ნებისყოფის სიმტკიცე ისაა,დაცინვასა და ლანძღვა-გინებას გაუძლო,მოთმინებით ელოდო,როდის დაჰკრავს ჟამი და ნაგვიანევი მოსავალი აიღო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ ეპოქას სიმთვრალე შეეპარა. სიმთვრალე კი დიდი ცთუნებაა”.
* * *
„პოლიტიკა,საღი აზროვნება. კეთილი და პატიოსანი,მაგრამ დრო და დრო უნდა დათვრე კიდეც,თორემ ისე რა ფასი აქვს საღ აზროვნებას. კაცმა რომ თქვას,სხვა რა ყრია ამ ცხოვრებაში ხეირიანი,თუ არა ის ორიოდე საათი,როცა თრობას ეძლევი?”
* * *
„ყოველ კაცს ის მიაჩნია გონივრულად,რაც მის არსებობას ამართლებს,რაც მის არსებობას ეწინააღმდეგება,უგუნურებაა”.
* * *
„ყველაზე უფრო იმას შეიძულებენ ხოლმე,ვისთანაც კაცობას ვერ გამოიჩენენ”.
* * *
„გონივრული საქციელი ის არის,რაც შენს ბუნებას შეესაბამება”. – (ავტორი გენია.ჯი)