რა ბედი ეწია ანდრე სტილის რომანს – „ჩამონგრევა”?
გამოჩენილი ფრანგი ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის – ანდრე სტილის (1921-2004 წლები) მიერ 1960 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა – „ჩამონგრევა”,რომელსაც მოგვიანებით ანდრე ვურსმერმა – „ადამიანის პატიოსნების რომანი” უწოდა,იმთავითვე სათანადო ყურადღება მიიქცია საფრანგეთის პრემიერ-მინიტრ – მიშელ ჟან-პიერ დებრეს მთავრობის მხრიდან. (ავტორი გენია.ჯი) კომუნისტური იდეების მქადაგებელი მწერლის ქმნილებაში ხელისუფლებამ მისთვის არასასიამოვნო ეტიუდები ამოიკითხა,რის გამოც იგი იმთავითვე დაექვემდებარა უმკაცრეს ცენზურას. 1960 წლის 26 აპრილს კი ანდრე სტილის რომანს პოლიციის პრეფექტურამ,შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო ბრძანების საფუძველზე, – კონფისკაცია უყო.
„ეს მოქმედება დიდ გაკვირვებას იწვევს. „ჩამონგრევა” არც პოლიტიკური დოკუმენტია და არც რეპორტაჟი,ის არის მხოლოდ ლიტერატურული ნარკვევი,ლიტერატურული ნაწარმოები. აქ საქმე გვაქვს მწერლის თავისუფალი შემოქმედების ხელყოფასთან,რის წინააღმდეგ გადაჭრით ილაშქრებს „ფრანგ გამომცემელთა გაერთიანება”. – დაიწერა „ლელერტ ფრანსეზი”-ს ერთ-ერთ ნომერში. ანდრე სტილის დასაცავად გამოვიდნენ არა მხოლოდ მწერლები,არამედ ფრანგი ხალხიც. „მთავრობის ბრძანებით გუშინ დილით პოლიციის პრეფექტურამ კონფისკაცია უყო ანდრე სტილის რომანს – „ჩამონგრევა”,რომელიც თებერვალში გამოიცა. ამრიგად,ადგილი აქვს იდეათა რეპრესიის ახალ ფორმას,რაც სამწუხაროდ,სოციალური რეგრესის მაჩვენებელია. ლაპარაკია წიგნზე. რომანზე”. – ამ სიტყვით გააპროტესტა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული არადემკრატიული ნაბიჯი სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა – მარსელ ფურიემ.
კითხვაზე,თუ რატომ აიკრძალა სტილის ნაწარმოები „ჩამონგრევა”,შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში პასუხს არ იძლეოდა. ის კი არა და, რამდენიმე ხანში ლიტერატურულმა კრიტიკამ ავტორს ბრალი დასდო და იგი ციხეში გამოამწყვდია.
„წავიკითხე რა „ფრანს ნუველში” არაგონის სტატია,მეც მოვემადე „ჩამონგრევის” საყიდლად,მაგრამ მოტყუებული დავრჩი,წიგნი ვერსად ვიშოვე. ეს რა,როგორც ფრანგი მოქალაქე,ჩემს თავს შერცხვენილად ვგრძნობ იმის გამო,რომ ჩვენ ქვეყანაში რომანებს კრძალავენო”, – წერდა ალენ პრევო.
თავად ავტორი კი საკუთარი ქმნილების შესახებ აცხადებდა: „ჩამონგრევა” არც პოლიტიკური პამფლეტია და არც პროპაგანდისათვის დაწერილი ტექსტი. ეს არის რომანი,რომელშიც ვერც ერთ პოლიტიკურ ფრაზას ვერ იპოვით,ხოლო კონფისკაცია უყო რომანს,ეს ნიშნავს აიძულო მწერალი პატიმრის რკინის უღელი ატაროს”.
საქმე იქამდე გამწვავდა,რომ გამომცემლობამ,რომელსაც საფრნაგეთის ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა,იგი სასამართლოს გადასცა. სასამართლომ რომანის აკრძალვის ვერავითარი საფუძველი ვერ აღმოაჩინა და შესაბამისად,სასამართლო პროცესი გამომცემლობამ მოიგო.
1960 წლის 13 ივნისს „ლუმანიტე”-მ მკითხველს ახარა: „ანდრე სტილის რომანი „ჩამონგრევა” კვლავ იყიდება”. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ანდრე სტილის რომანის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა უცხოელთა თვალში ძალიან შეულახა იმიჯი მიშელ დებრეს მთავრობას. – (ავტორი გენია.ჯი)