„სიბრძნის წუთი”
ერთხელ,წელთა სიმრავლითა და სიბრძნით დამძიმებულ ბუდისტ განდეგილს ორი ძმა ეახლა. (ავტორი გენია.ჯი) ვერასგზით შევთანხმებულვართო, – აუწყა თავიანთი საწუხარი ერთმა ძმამ ბრძენს. „ – მე ვეუბნები,ორივემ ახლავე მივატოვოთ ოჯახი და სიბრძნის მოპოვებას გავუსაკუთროთ-მეთქი თავი,ჩემი ძმა კი იმ აზრისაა,რომ ჯერ მშობლებმა მოჭამონ თავიანთი ჟამი,შვილებიც დავზარდოთ და ფეხზე დავაყენოთ,სიბრძნის დასაუფლებლად მერე ვიზრუნოთ-თქო. რომელი ჩვენგანის მხარეს არის ჭეშმარიტება მოძღვარო?” – ბრძენმა კი თავის მხრივ,ძმებს საპასუხოდ მიუგო: „ – ჭეშმარიტ აზრს ის ადგას,ვინც ამბობს – ახლავე განვეშოროთ ყველაფერს და სიბრძნე ვეძიოთო; რადგან ვერავინ იქნება იმის თავდები,ვიდრე მისი მშობლები აღესრულებოდნენ და შვილები წამოეზრდებოდნენ,ამასობაში თავადაც არ მიიცვლებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)