ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პინგვინთა კუნძული”
„მეფე სოლომონმა ბრძანა,რთული შესაცნობია სამი რამ,მეოთხე კი სრულიად შეუძლებელი. ვერ შეიცნობ გველის კვალს კლდეზე, ფრინველისას ჰაერში, გემის წყალზე და მამაკაცისას დედაკაცში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოკრძალება ქალს აშკარად უძლეველ მიმზიდველობას ანიჭებს”.
* * *
„ზნეობრივი კანონი ადამიანს,თავადაც ცხოველს,აიძულებს ცხოველებისაგან განსხვავებული წესით იცხოვროს; და თუმცა ეს წესი მძიმეა მისთვის,ამასთანავე მოსწონს და ამშვიდებს კიდეც. რადგან ამპარტავანი,მხდალი და სიამოვნებას დახარბებულია,მშვიდად ემორჩილება ამ შევიწროებას,მის პატივმოყვარეობას რომ ესალბუნება და დღევანდელი უსაფრთხოებისა და მომავალი ნეტარების საწინდრად ევლინება. ასეთია ყოველგვარი მორალის არსი”.
* * *
„ადამიანური გამჭრიახობის უარყოფა უფლის ცდუნებას ნიშნავს”.
* * *
„ – ოჰ, ვის შეუძლია უბიწობით თავი მოიწონოს ამ ქვეყანაზე,სადაც ყოველივე სიყვარულს გვასწავლის და თვით ცხოველები და მცენარეებიც კი ავხორცული სიტკბოებისაკენ გვიბიძგებს. ყველა ცხოველი თავისებურად ცდილობს შეუღლებას,მაგრამ ოთხფეხათა,ფრინველთა,თევზთა და სხვადასხვა ქვეწარმავალთა შეუღლების მრავალსახეობაში,განსაკუთრებით მშვენიერი ხეთა ქორწინებაა. საზარელი ურცხვობა,წარმართებმა რომ წარმოგვიდგინეს თავის ზღაპრებში,პატარა მინდვრის ყვავილის ურცხვობასთან შედარებით არაფერია და თქვენ რომ იცოდეთ შროშანებისა და ვარდების მრუშობის დონე,გააძევებდით საკურთხევლიდან ამ ცოდვის ფიალებსა და ცდუნების ჭურჭელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამწუხაროდ,ყველაზე წმინდა პირებსაც კი მოიცავთ ხოლმე წყვდიადი და განგაში”.
* * *
„ხორციელი სიყვარულის ცდუნება განდეგილებსა და ბერებზე უფრო მოქმედებს,ვიდრე ერისკაცებზე”.
* * *
„ქალწულობის დამტკიცება ისევე რთულია,როგორც მისი დაცვა”. – (ავტორი გენიია.ჯი)