ამონარიდები ჯეკ ლონდონის მოთხრობებიდან…
„აღკვეთაც ყოფილა და მსხვერპლგაღებაც,ოღონდ მისი არსი არასოდეს შეცვლილა. უცნაური ის არის,რომ ამ ქვეყნად კაცსა თუ ქალს ყველაზე სანუკვარ რამეზე აუღია ხელი,რაღაც უფრო ძვირფასისათვის. უხსოვარ დროიდან ეს ასე მოდის. ასე იყო,როდესაც აბელმა მიართვა უფალს პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა ზვარაკად ყველაზე მსუქანი ბატკანი. ის ფუნჩულა კრავი სიყრმის შვილზე ძვირფასი იყო აბელისათვის,მაგრამ მან მაინც დასთმო იგი,რათა საქმე არ წაეხდინა მამაზეციერთან. იგივე სჭირდა აბრაამსაც მაშინ,როდესაც განემზადა სამსხვერპლოზე აეყვანა ძე თავისი ისააკი. შვილი თვალის ჩინს ერჩია,მაგრამ გონებისათვის მიუწვდომელი რაღაც საბაბით ღვთაების სიყვარულმა მაინც დასძლია. თუმცა ისიც შესაძლოა,რომ აბრაამი შიშით ძრწოდა უფლის წინაშე. მაგრამ ასეა თუ ისე,აქამდე მილიონობით ადამიანს სწამს,რომ აბრაამს უყვარდა უფალი-ღმერთი და სწყუროდა მისი მსახურება”. – (ჯის უკის ამბავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონება გრძნობაზე მაღლა დასაყენებელია”. – (ადგილობრივი კოლორიტი)
* * *
„ალალ ცხოვრებას ადამიანი ხსნისაკენ მიჰყავს. აღსრულებული მოვალეობა – ცხოვრების გამართლებაა. ადამიანი პატიოსნურად უნდა ცხოვრობდეს და ასრულებდეს თავის მოვალეობას,რათა იშრომოს. შრომაშია ხსნა. შრომა ცხოვრებაში მეტი ბარაქისა და დოვლათისათვის,ნიშნავს ბუნებისა და ღმერთის აღთქმის შესრულებას”. – (ჯის უკის ამბავი)
* * *
„სხვა ხალხის ზნე-ჩვეულების წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ უნდა გაილაშქრო,როცა ძალა შენს მხარეზეა”. – (გზების გასაყარზე)
* * *
„და როდესაც უმიზნოთ დავეხეტებით ქუჩებში და ამაოდ ვცდილობთ,წამით მაინც დავემალოთ კანონის ყოვლისმომცველ თვალს,ჩვენ ვერ ვივიწყებთ,რომ ამ ცხოვრების გერები ვართ,რომ ჩვენი გზა უფსკრულისაკენ მიდის და რომ ყოვლისშემძლე კანონი ჩვენ სულ სხვა არშინით გვზომავს,ვიდრე სხვა მოქალაქეებს. ჩვენ,საცოდავ,გზადაბნეულ სულებს,რომლებიც დღე და ღამ პურის გამხმარ ქერქს ვევედრებით უფალს,ძალიან ცხადადა აქვს შეგნებული საკუთარი უმწეობა და არარაობა და თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი ერთ-ერთი მრავალტანჯული,ოკეანისგადაღმელი ძმობილის სიტყვები: „ვამაყობთ იმით,რომ სიამაყის არა ვიცით რა!” კაცთაგან დავიწყებულნი,ღვთისაგან მიტოვებულნი,მხოლოდ კანონის ჰარპიებს ვახსოვართ,რომლებიც ჩვენ ტანჯვას,ოხვრასა და ცრემლებს ელვარე დოლარებად აქცევენ”. – (ადგილობრივი კოლორიტი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, ასეთია სიცოცხლე! ამაოა და წარმავალი. მხოლოდ სიცოცხლემ იცის ტკივილები. სიკვდილმა წუხილი არ იცის,სიკვდილი დაძინებას ჰგავს. დაიძინებს და დაისვენებს. მაშ,რატომ არ უნდა სიკვდილი?”. – (სიცოცხლის სიყვარული)
* * *
„გაშმაგებული ადამიანი აღარ არის ჭკუათმყოფელი”. – (გამართლება)
* * *
„ – ბუნება არცთუ ისე კეთილმოწყალეა მრავალთა მიზეზთა გამო: ჯერ ის,რომ ერთნი თეთრკანიანებად გაგვაჩინა და მეორენი – წითელკანიანებად. ჯერ ერთმანეთს შეგვყარა,ახლა კი კვლავ გაყრას გვიპირებს,ჩვენ კი უძლურნი ვართ და არარა შეგვიძლია ვიღონოთ”. – (გზების გასაყარზე)
* * *
„სამყარო კი უამრავი ამოცანების კრებულია”. – (ადგილობრივი კოლორიტი)
* * *
„რაც მიწის ზევით არის,იმას არ დავეძებთ,ის უფრო გვაინტერესებს,რაც მიწის ქვეშ არის”. – (დაბა დარი-დარა რა) – (ავტორი გენია.ჯი)