ამონარიდი ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ესპანური ბალადა”
„ბევრი უბრალო ადამიანი ომს ცუდ საქმედ თვლის,იმიტომ,რომ ომის დროს ბევრი ბოროტება ხდება,ღმერთი კი გვიკრძალავს ბოროტების ჩადენას. მე ვამბობ,რომ ეს უაზრობაა. ომი ბოროტება კი არა,კეთილი და უმწიკვლო საქმეა,რადგან ომი ესწრაფვის უსამართლობა სამართლიანობად აქციოს და დაუზავებელი დააზავოს. ხომ ამას გვიქადაგებდა საღვთო წერილიც. თუ ომის დროს ბევრი ბოროტება ხდება,ეს გამომდინარეობს არა ომის არსიდან,არამედ შედეგია ერთეულების მიერ მისი ყალბი წარმართვისა,როცა,მაგალითად,მეომარი ძალას ხმარობს ქალზე,ან ეკლესიას სწვავს. ეს ომის არსიდან კი არ გამომდინარეობს,არამედ ერთეულების მიერ მისი ყალბი წარმართვის შედეგია. მსგავს მოვლენას ადგილი აქვს მართლმსაჯულებაშიც,რომლის არსის მიხედვით მოსამართლემ სასამართლო გონივრულად უნდა წარმართოს,თავისი გაგების უნარის მიხედვით. თუ მოსამართლე არასწორ განაჩენს გამოიტანს,შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვთქვათ: მართლმსაჯულება თავისთავად ბოროტებაა? რა თქმა უნდა,არა. ბოროტება გამომდინარეობს არა თვითონ მართლმსაჯულების არსიდან,არამედ მისი არასწორად გამოყენებისაგან. ცუდი განმარტებისაგან,ცუდი მოსამართლისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)