ამონარიდები გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან – „პატრიარქის შემოდგომა”
„ღარიბები ისეთ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, ნეხვს რომ ფასი დაედოს, უკანალის გარეშე მოევლინებიან ამ ქვეყანას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა საკუთარი სხეული გიმუხთლებს და გაგწირავს, ამაზე უფრო დამამცირებელი და იმავდროულად სამართლიანი არავითარი სხვა სასჯელი არ არსებობს ადამიანისათვის”.
* * *
„როცა სახელმწიფოს მეთაური ყოყმანობს ბრძანების გაცემისას, ვაითუ არ შეასრულონო, ეს არის მისი ყველაზე დიდი და უპატიებელი შეცდომა”
* * *
„დრო გვიჩვენებს, რა დავიჯეროთ და რა არ დავიჯეროთ”.
* * *
„არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უფრო უვიცი და ბნელია ხალხი, მით უფრო მშიშარაა”.
* * *
„მიჯობს ძროხებში ვიცხოვრო, ვიდრე ისეთ ხალხში, ვისაც დიდ უბედურებად სულაც არ მიაჩნია უღირსი სიკვდილი”.
* * *
„ძალაუფლებით ბოლომდე ტკბობა შეუძლებელია არა მარტო ჩვენი ქვეყნიერების აღსასრულამდე, არამედ სხვა სამყაროთა აღსასრულამდეც”.
* * *
„არაერთხელ დავრწმუნდი, რომ სიცრუე უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ეჭვი,უფრო სახეირო, ვიდრე სიყვარული, უფრო ხანგამძლე, ვიდრე სიმართლე”.
* * *
„მეტი სიფრთხილე გვმართებს!” – (ავტორი გენია.ჯი)