ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”
„იყო ის, ვისიც ეშინიათ და სძულთ? სწორედ ეს ნიშნავს იყო ღმერთი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიბრალულის ღირსია იგი, ვისაც თავისი სიმდიდრე აცდუნებს”.
* * *
„ყოველი ცოდვის საწყისი დედაკაცია”.
* * *
„სიკვდილის გარდუვალობა – თავისუფლების გარდუვალობაა”…
* * *
„ქალები ყველაფერს ეჩვევიან, თუ ალერსიანად მოექცევი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება დაკარგო დრო”.
* * *
„რამდენი განზრახვა, რამდენი სურვილი უნდა ჩაიკლა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეგეძლოს ბედნიერებით დატკბე”.
* * *
„გწამდეს ღმერთი… ჰო, ხელსაყრელი კაპიტალდაბანდებაა, მერე როგორი”…
* * *
„საბოლოო ჯამში ხალხი გულმავიწყია”.
* * *
„ჭეშმარიტად საჭირო და აუცილებელია ის, რაც ხდება”.
* * *
„რევოლუცია ბრძოლის ველზე იწყება, მაგრამ როგორც კი იგი თავის პრინციპებს უღალატებს, წასულია მისი საქმე, თუნდაც რამდენიმე ბრძოლაც მოიგოს. ნამდვილი, თანმიმდევრული და უკომპრომისო რევოლუცია, სამწუხაროდ, მხოლოდ გაუნათლებელი და სისხლისმოყვარე ხალხის წყურვილია. ინტელიგენტებს კი ისეთი სანახევრო რევოლუცია სურთ, რომელიც მათ ინტერესებს არ შეეხება, ხელს არ შეუშლის მათ განცხრომით, თავის ნებაზე სიამოვნებით იცხოვრონ”. – (ავტორი გენია.ჯი)