ამონარიდები ლათინოამერიკელი მწერლების მოთხრობებიდან…
„რაკი ერთხელ დაადგები რომელიმე გზას, მერე ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელი გეჩვენება, თან გზასაც ეჩვევი და მიდიხარ და მიდიხარ”. – ონელიო კარდოსო (მარჯნის მერანი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სათნოებით გამოწვეულ მანკზე საშინელი არაფერია ამქვეყნად: სინათლის გვერდით დაცემული ჩრდილი ხომ უფრო მუქი მოჩანს!” – ალფონსო ერნანდეს-კატა (სიძულვილი)
* * *
„ტანჯვა! ტანჯვასავით სხვა არაფერი აახლოებს ადამიანებს!” – სადოტ ფაბილია (ლიჩა და უსინათლო)
* * *
„მტკიცედ მწამს ერთი რამ: „თუ სხვასაც კაცად აგდებ, ეს უკვე მშვიდობის საწინდარია”, მორჩა და გათავდა”. – ერმილო აბრეუ გომესი (როგორ აირჩიეს ალ კალდი)
* * *
„არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც კაცს არ უნდა ჰკითხო. არსებობს აღსარებანი, რომელსაც ვერავის დააძალებ. როცა მეგობრობა იმდენად მტკიცეა, რომ სისხლში და ხორცში გამჯდარ ჩვეულებებსაც ამსხვრევს, ასეთი კითხვები და აღსარებანი თავისთავად იბადება ტანჯული სულის უცაბედი ქვითინივით”. – ენრიკე კარილიო (მთვარიანი ღამის მუხთლობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება აგულადებს ადამიანს და იგივე ალაჩრებს მას”. – ხოსე ლუის გონსალესი (ჩვენებური)
* * *
„როგორც ცნობილია, ძლიერ ხმაურში არც მდიდრებს ესმით სინდისის ხმა და არც ღარიბებს – ცარიელი მუცლის გვრემა”. – ერმილო აბრეუ გომესი (როგორ აირჩიეს ალ კალდი)
* * *
„მარტო ფულის აღება არ კმარა. ისიც უნდა იცოდე, რად გიხდის ადამიანი ფულს”. – ონელიო კარდოსო (მარჯნის მერანი)
* * *
„წარმატების ცხრა-მეათედი შენს სიმარჯვეზე ჰკიდია, დანარჩენი ბედის საქმეა”. – ალფონსო ერნანდეს-კატა (შიში)
* * *
„რასაც ფიცხი ადამიანი განრისხებისას სიამოვნების გარეშე სჩადის, ნამდვილი სიძულვილით განმსჭვალული არსება აუჩქარებლად, შეგნებულად აკეთებს და ტკბება კიდეც თავისი შურისძიებით”. – ალფონსო ერნანდეს-კატა (სიძულვილი) – (ავტორი გენია.ჯი)