ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ესპანური ბალადა”

„როცა ვინმეზე მრისხანებთ, ნუ გაექცევით მის სიახლოვეს. მიდით მასთან, თავმდაბლად დაუკარით თავი და უთხარით მშვიდად, ყოველგვარი ღვარძლიანობის გარეშე ყველაფერი, რაც მის გამო გულსა გტკენთ. კვლავ არაკრაკდება სიყვარულის წყარო და თქვენს შორის უკეთესი ის იქნება, ვინც პირველად მოიხრის ქედს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ყველაფერმა ამაოდ ჩაიაროს. უნდა გამოიძებნოს იმედისათვის მიხვეულ-მოხვეული გზები”.

* * *

„მოთმინებით მოვექცეთ სხვის რწმენას, ვიდრე იგი არ ეწინააღმდეგება გონებისა და ზნეობის ბუნებრივ კანონებს”.

* * *

„ყველა ხალხს თვით ბედის მიერ უწერია ჟამი აყვავებისა და ჟამი დაჭკნობისა”.

* * *

„ისე სავსეა ჩვენი საუკუნე იარაღით და მეომრებით, რკინის ჟღარუნით და ბრძოლების ხმაურით, რომ დღეს ბრძენის სიტყვებიც კი ჟღარუნობს, ნაცვლად იმისა, რომ ნაზად ჩურჩულებდეს, ვით საღამოს ნიავით აშრიალებული ხის კენწეროს ფოთლები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ არს სიამე მისთვის, ვისაც ცხოველი არ უყვარს და ვინც ცხოველს არ უყვარს”.

* * *

„ერთნი კერავენ მორთულობებს, მეორენი იცმევენ, ერთნი აწრთობენ მახვილებს, მეორენი ჰკლავენ ამ მახვილებით; ერთნი სასახლეებს აგებენ, მეორენი ცხოვრობენ ამ სასახლეებში – ასეა დაწესებული, ასე განსაჯა ღმერთმა თავისი სიბრძნის წყალობით”.

* * *

„როგორღაც ჰკითხეს ერთხელ წმინდანს: „რას აკეთებდა ღმერთი, ვიდრე ცასა და დედამიწას შექმნიდა?” ამაზე ნეტარმა ავგუსტინმა უპასუხა: „შექმნა ჯოჯოხეთი, რათა გაეგზავნა ხალხი, რომელნიც მსგავსი შეკითხვებით შეაწუხებდნენო”.

* * *

„ჩვენს მეფე დავითს არ ეწერა ტაძრის აშენება. რადგან იგი მარტო დამპყრობელი იყო და დიდი მეფე. მხოლოდ სოლომონმა, მშვიდობისმოყვარე მეფემ, ააგო ტაძარი, რადგან მისი მეფობისას ადამიანი მშვიდად ცხოვრობდა საკუთარი ტირიფისა და ლეღვის ხის ქვეშ. ღმერთისათვის წაბილწულია და უღირსი საკურთხეველი, რომელზედაც მახვილია აღმართული. ასეთია ჩვენი მოძღვრება. თქვენ, თაყვანსა სცემთ თქვენს მესიას და ცეცხლისა და მახვილისათვის იმეტებთ მის ქალაქს. ჩვენ ღატაკნი და შიშველნი ვართ, თქვენ კი მთელი თქვენი ბრწყინვალებისა და იარაღის ელვარების მიუხედავად – ბრიყვები. ეს ჩვენი აღთქმის ქვეყანაა, იგი ჩვენ გვეკუთვნის. და რადგან ეს ასეა დაწერილი, ამიტომაც იბრძვით მის დასაპყრობად თქვენ და მუსლიმანები. სასაცილო იქნებოდა, რომ ესოდენ სავალალო არ ყოფილიყო”.

* * *

„სიმრუშით მოპოვებულს ღვთის სახლში ნუ შეიტან”.

* * *

„ვინ ხარ შენ, ღმერთო, შენი ხმა რომ არ ისმის? როგორ იტან კვლავ ღვთისმგმობელობას და ედომის ზეიმს? წარმართები შემოიჭრნენ შენს ტაძარში, შენ კი დუმხარ! ესაი მასხრად იგდებს შენს შვილებს, შენ კი დუმხარ! გამოცხადდი, აღსდექ, ხმა ამოიღე, ნუ დარჩები უტყვთა შორის უტყვი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>