ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – რაც უნდა ილაპარაკონ იდეალისტებმა, სულიერ მოთხოვნილებაზე მაღლა მაინც ხორციელი სურვილი დგას. და ჩვენ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულის გაფურჩქვნის საწინდარი მაძღარი კუჭია”… – ექტორ მუხიკა (მეოცნებე ჭიჭყინა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ქალი სულელი არ არის, ქარაფშუტა მაინც უნდა იყოს. მერედა როგორ ჰგვანან ყველანი კატებს, პატარებიცა და დიდებიც, ლამაზებიცა და მახინჯებიც. მაგრამ თუ კაცებს შეუჩდნენ და შეიყვარეს, მაშინ გაავებულ აფთრებსა და დამშეულ ლომებს დაემგვანებიან ხოლმე”. – ჯეკ ლონდონი (ქალის საიდუმლო)

* * *

„გაბოროტებული კაცის სიმამაცე არა მწამს”. – ხოსე ლუის გონსალესი (ჩვენებური)

* * *

„მხოლოდ ომში მჟღავნდება თითოეული ადამიანისა და საერთოდ, მთელი ხალხის ავი და კარგი”. – ლიონ ფოიხტვანგერი (ესპანური ბალადა)

* * *

„სად გაგონილა იმის დანახვა, რაც არ არსებობს”. – ონელიო კარდოსო (მარჯნის მერანი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხეები სულიერები არიან, იმიტომ რომ ტკივილსა გრძნობენ და ტირიან კიდეც. არ გაგიგონიათ, როგორ დაიკვნესებს ხოლმე ხე, როცა მიწაზე ეცემა. ზოგიერთი წითელ ცრემლსაც ღვრის. ცრემლები ქვევით მოგორავს და ფისად იქცევა. მაშასადამე, ხესაც სული უდგას. ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხომ ღმერთისაგან არის გაჩენილი”. – მონტერიუ ლობატუ (პერობას შურისძიება)

* * *

„ყოველ უბედურებას ბედნიერი მხარეც ახლავს, ყველა დამარცხება ხელსაყრელ შესაძლებლობებს გამოავლენს ხოლმე”. – ლიონ ფოიხტვანგერი (ესპანური ბალადა)

* * *

„ვისაც უყვარს, იგი სიყვარულს სიცოცხლეს ამჯობინებს”. – ჯეკ ლონდონი (ქალის საიდუმლო)

* * *

„რაც უფრო მეტად ცდილობ სულიერი ჭრილობის გადავიწყებას, მით უფრო მეტად აახლებ მას!” – ალფონსო ერნანდეს-კატა – (სიძულვილი)

* * *

„ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, ყოველი საგანი, თვით ყველაზე ჩვეულებრივიც კი, რომელთა არსებობას ჩვენს გვერდით თითქოს ვერც უნდა ვგრძნობდეთ, ისე ახლებური, გაოცებული თვალით დაინახოს, თითქოს მას პირველად ხედავდეს. ამით იბრუნებს ადამიანი გაოცების გრძნობას, მიძინებული რომ ჰქონდა ჩვეულებრიობის ბანგით და სამყარო მისი წყალობით სინორჩეს ინარჩუნებს: ასე თუ არ მოვიქეცით, ყველაფერი მიიძინებს, სიცოცხლეც, სიხარულიც, გაოცებაც და სიყვარულიც”… – თომას მანი (ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>