ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”

„გახსოვდეს, რომ ერთხელაც იქნება ძალმომრეობა იმასვე მოგიზღვავს, მეორე მხრიდან მოგიტრიალდება, როცა შენ, როგორც ახალგაზრდას, მოგინდება შეურაცხყო ის, რაზეც, როგორც მოხუცს, მადლობა უნდა გეთქვა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ახალგაზრდობა სწრაფად ორთქლდება”.

* * *

„თანამედროვე საზოგადოება ორსახოვან იანუსსა ჰგავს, თანაბრად შორსაა იმისგან, რაც იყო ან რაც უნდა იყოს”.

* * *

„ჩვენ ყველანი ერთი საზიზღარი ჯაჭვით ვართ გადაბმულები – ისინი, ვინც საფეხურით მაღლა დგანან და ისინი, ვინც დაბლა დგანან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა აუცილებელია, ხელისუფლება განუყოფელია, ძალადობა – სამართლიანი”. -

* * *

„რა ადვილია სკამიდან სკამზე გადაჯდომა, თუ არ გინდა უსიამოვნებას გადაეყარო და მშრალზე არ დარჩე”.

* * *

„ჩვენ ყველაფრის უფლებას მოგვცემენ, თუ იმას დავუჭერთ მხარს, ვისაც ძალაუფლება აქვს”.

* * *

„არ შეიძლება სხეულს ნება მისცე ალერსს მინებდეს, არ დაგემორჩილოს, სინაზე მოსწყურდეს, თუ სული ამას კრძალავს”.

* * *

„უმაღლეს სამართლიანობას, შვილო ჩემო, იქ იპოვი, ზეცაში. ამქვეყნიურ ჭირ-ვარამში ნუ ეძიებ”.

* * *

„სიცოცხლე მაშინ მოეწონება ყველას, როცა ყველა შეიგნებს საკუთარი თავის დაძლევის გარდუვალობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>