ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ – ბავშვობიდანვე უცნაურად მიყვარდა სიცოცხლე, მაგრამ ამ სიბერის ჟამს უფრო შემიყვარდა, სასაცილოა, არა?” – (სახსოვარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სინამდვილე მეტისმეტად უცნაური რამაა”. – (ნათელა)
* * *
„ახალგაზრდები ვიქნებით თუ მოხუცები, ცხოვრებისაგან გალაღებულნი თუ დაჩაგრულნი, მაინც ყოველთვის ბევრი რამე გვაქვს ხოლმე მოსაგონებელი”. – (კისკისა)
* * *
„საზარელია ფიქრი იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის შუბლს აყრია მიწა. კიდევ უფრო საზარელია, როცა გაიხსენებ ამ ადამიანის თვალებს, ღიმილს”… – (სახსოვარი)
* * *
„ჩვენს ქვეყანაში ვის უნდა მიუკაკუნო, რომ კარი არ გაგიღოს”. – (გზაზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან ჩემს სულშიც შემოიჭრება ხოლმე უმწეობის გრძნობა. ჩემს ცხოვრებაშიც არის ხოლმე წუთი, როდესაც საზარელ სიცარიელეს ვგრძნობ და მენანება მიწა, რომელსაც მე ვამძიმებ. ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა ან იმის გაკეთებას ვერ შევძლებ, რის გაკეთებაც მსურდა, ან სხვა გააკეთებს ისეთ რამეს, რის გაკეთება მეც შემეძლო და ვერ მივხვდი, ვერ მივედი იქამდე”… – (შურისგება)
* * *
„ღარიბი, ძალიან ღარიბი იყო ჩემს ბავშვობაში ეზოები, მაგრამ რამდენიმე რამე მაინც ჰქონდა გულუხვად: სუფთა, შემოუღობავი მიწა, გრილი, ქორფა ბალახი, ალერსიანი მყუდროები და, რაც მთავარია, ადამიანთა დაუხარბებელი თვალების ღიმილი”. – (ჩემი ბავშვობის ეზოები)
* * *
„რას ვიზამთ, ასეა, – ყველა დროს თავისი საოცრებები აქვს მომდევნო დროთა თვალსაზრისით”. – (ჩემი ბავშვობის სკოლა)
* * *
„სტუდენტობა ყოველთვის კარგია. კარგია, პირველ კურსზე რომ ხარ – თავს ისე გრძნობ, თითქო ბავშვობიდან ნანატრ ქვეყანაში მოგზაურობდე; არანაკლებია მეხუთე კურსელობა – რაღა მეხუთე კურსელი და რაღა დიპლომიანი კაცი! კარგია პირველი სემესტრი – ლბილი შემოდგომა და ცინცხალი ზამთრის პირი. უფრო უკეთესი მეორე – კეკლუცი გაზაფხული და მშვენიერი ზაფხული. მაგრამ ამ დროთა ერთ პატარა მონაკვეთს, უფრო ზუსტად, ათიოდე დღეს, მაინც არც ერთი არ სჯობს. მიხვდი, რომელ დღეებ\ე გელაპარაკები? პირველ სექტემბერზე. პირველ სექტემბერზე და მის მომდევნო დღეებზე”. – (საყვარელი დღეები) – (ავტორი გენია.ჯი)