ამონარიდი ვოლტერის გენიალური ნაწარმოებიდან – „კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი”
„საფრაგეთის ნაპირები გამოჩნდა.
- ყოფილხართ თუ არა თქვენ ოდესმე საფრანგეთში, ბატონო მარტენ? – იკითხა კანდიდმა.
- დიაღ, უპასუხა მარტენსმა, – საფრანგეთის მრავალი კუთხე შემოვიარე. ზოგ კუთხეში მოსახლეობის ნახევარი გიჟია; ზოგან – მეტად ცბიერი; ზოგან – კეთილი, მაგრამ გონებაჩლუნგი; ზოგან ცდილობენ გონებამახვილნი გამოჩნდნენ; ყველგან კი ხალხის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სიყვარული, შემდეგ ავყიაობა და ამის შემდეგ კი უაზრო ლაქლაქი.
- ბატონო მარტენ, პარიზი გინახავთ?
- დიაღ, მინახავს, იგი ყველა ამ თვისებითაა დაჯილდოვებული; პარიზი – ეს არის ორომტრიალი, ეს არის ჭყლეტა-სრესა, სადაც ყველა სიამოვნებას ეძებს და თითქმის ვერავინ პოულობს; ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევნიშნე. მე იქ ცოტახანს დავყავი; ამ ქალაქში ჩასვლისთანავე წმინდა ჟერმენის ბაზრობაზე ქურდ-ბაცაცებმა გამქურდეს. მე თვით ქურდად ჩამთვალეს და რვა დღე ციხეში ჩამსვეს. ამის შემდეგ გამომცემლობაში კორექტორად ვმუშაობდი, რათა ფული შემეგროვებინა და ნიდერლანდებში ფეხით წავსულიყავი. აქ მე გავიცანი ნაძირალათა ბრბო მწერლებისა, გაიძვერებისა და კონვულსიონებისა (ფანატიკოსები, რომელთა რელიგიური ექზალტაცია კრუნჩხვას იწვევდა). ამბობენ, ამ ქალაქში ფრიად განათლებული და ზრდილობიანი ხალხიც ცხოვრობსო; მე მსურს ეს დავიჯერო”. – (ავტორი გენია.ჯი)