ამონარიდები ივანე ბუნინის მოთხრობებიდან…
„ოდესღაც ქვეყნად იყო ორი სიმართლე, მუდმივად რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: პირველი – ის, რომ ცხოვრება აუწერლად მშვენიერია, მეორე კიდევ ის, რომ ცხოვრებას მხოლოდ შეშლილებისათვის აქვს აზრი”. – (ჩანგის სიზმრები) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისტორიას წაიკითხავ – თმა ყალყზე დაგიდგება: ძმა ძმას არ ინდობს, მძახალი – მძახალს, შვილი – მამას, მუხანათობა და მკვლელობა, მკვლელობა და მუხნათობა”… – (სოფელი)
* * *
„ – ლოთი, ჩემო ძმაო, როცა იქნება გამოფხიზლდება, სულელს კი არაფერი ეშველება”. – (სოფელი)
* * *
„ადამიანებს დღესაც კი ყველაზე მეტად უკვირთ და არაფრით არ შეუძლიათ დაიჯერონ სიკვდილი”. – (საფრანცისკოელი ბატონი)
* * *
„ჩემო ძმაო, მთელი ქვეყანა შემომივლია – ცხოვრება ყველგან ასეთია! ყველაფერი სიცრუე და სისულელეა, რითაც თითქოს ცხოვრობენ ადამიანები: მათ არც ღმერთი სწამთ, არც ხატი, არც სინდისი აქვთ, არც არსებობის გონივრული მიზანი, არც სიყვარული იციან, არც მეგობრობა და პატიოსნება, – სიბრალულიც კი არ გააჩნიათ”. – (ჩანგის სიზმრები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფუჭად ჩამიარა ცხოვრებამ, ძამიკო! ერთი მუნჯი მზარეული მყავდა, გესმის, იმ სულელს ერთი უცხოური თავშალი ვაჩუქე, მას კი სულ უკუღმა ეხურა თავზე და ისე გაცვითა… გესმის? უჭკუობისა და სიხარბის გამო. სამუშაო დღეებში წაღმა სატარებლად მენანებაო, – დღესასწაულს დავუცდიო, – ხოლო დღესასწაული რომ დადგა, თავშლისაგან ნაფლეთებიღა შერჩა… მეც ასე შემრჩა ცხოვრება ხელში. ჭეშმარიტად ასე!” – (სოფელი)
* * *
„ყოველი გაზაფხული თითქოს დასასრულია რაღაც დრომოჭმულისა და დასაწყისი რაღაც ახლისა”. – (შორეული)
* * *
„განა არის ვინმე ჩვენს ხალხზე უფრო ულმობელი? ქალაქში ქურდბაცაცას, რომელმაც ფარდულიდან კაპიკის საღირალი კვერი მოიტაცა, ღორმუცელათა მთელი ბრბო მისდევს და როცა დაეწევა, საპონს აჭმევს. ხანძრის თუ ჩხუბის საყურებლად მთელი ქალაქი გამორბის; მერე როგორ სწყდებათ გული, თუ ხანძარი ან ჩხუბი მალე დამთავრდა. გული სწყდებათ! მერე როგორ ტკბებიან, როცა ვინმე თავის ცოლს გვემით სიკვდილის პირამდე მიიყვანს, პატარა ბიჭს წკეპლის ცემით სულსა ხდის, ანდა მასხრად იგდებს. ეს ყველაზე სამხიარულო ამბავია.
მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნება ჩვენზე შიშველ-ტიტველი ხალხი და არც ისეთი, რომელსაც სიღატაკე ჩვენზე უფრო ათავხედებდეს”. – (სოფელი)
* * *
„ყველაზე მეტად რით მოუწამლავ კაცს გულს? სიღატაკით!” – (სოფელი)
* * *
„ცხოვრება ზამთრის მოსაწყენი დღე არის, ჭუჭყიან სამიკიტნოში გატარებული, და მეტი არაფერი…” – (ჩანგის სიზმრები) – (ავტორი გენია.ჯი)