ამონარიდები ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობიდან – „ზადიგი ანუ ბედისწერა”
„დრო – არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია, არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი განზრახვების შესრულებისთვის; არაფერია მასზე ნელი იმათთვის, ვინც ელოდება; არაფერია მასზე სწრაფი იმათთვის, ვინც ერთობა; ის დაუსრულებლად იშლება, დაუსრულებლად პატარა ნაწილებად იყოფა, ყველა უგულვებელჰყოფს მას, ყველა გამოსთქვამს სინანულს მის დაკარგვაზე; არაფერი კეთდება უიმისოდ, ის გვავიწყებს ყოველივეს, რაც მომავალი თაობისთვის უღირსია და დიდ ამბებს ამარადისებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად ყველაზე შეურიგებელ სიძულვილს მეტად უმნიშვნელო ნიადაგი აქვს”.
* * *
„ბოროტი საქმის გასაკეთებლად დღეში ასჯერ გამოჩნდება შემთხვევა, კარგი საქმისათვის კი – მხოლოდ ერთხელ წელიწადში”.
* * *
„უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს მატიანეებში მინახავს მაგალითები, როდესაც საკუთარი ქონებით შეცდომას გამოისყიდიან ხოლმე, თმობდნენ საცოლეს, დედას უპირატესობას აძლევდნენ საყვარლის წინაშე, მაგრამ არსად წამიკითხავს, რომ კარისკაცს ექოს შერისხული მინისტრი, რომლის წინააღმდეგ თვით მეფე ამხედრებულა”.
* * *
„თუ ოდნავი ადამიანობა გაქვთ, შეიწყნარეთ სილამაზე და სისუსტე. როგორ შეგიძლიათ შეურაცხყოთ ბუნების მშვენიერი ქმნილება, რომელიც თქვენს ფერხთქვეშაა და რომესაც თავის დასაცავად ცრემლების გარდა არაფერი გააჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გული ჰქმნის ყველაფერს”.
* * *
„ამბობენ, რომ ადამიანი ნაკლებად უბედურია, როდესაც უბედურებაში მარტო არ არისო. ზოროასტრის აზრით, ეს გამოწვეულია არა ღვარძლიანობით, არამედ აუცილებლობით. უბედური მისწრაფებას გრძნობს უბედურისადმი, როგორც თავის მსგავსისადმი. ბედნიერი ადამიანის მხიარულება შეურაცხყოფა იქნებოდა მისთვის; ორი უბედური წააგავს ორ სუსტ ხეს, რომელნიც ქარიშხლისგან თავის დასაცავად ერთმანეთს ეყრდნობიან”.
* * *
„ბოროტები ყოველთვის უბედურნი არიან, ისინი არსებობენ დედამიწაზე გაბნეული მცირერიცხოვანი სამართლიანი ადამიანების გამოსაცდელად”.