ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – „კოჭლი ბატონი”
„ზოგი ჩუმად, უსიტყვოდ მთელ სულსა და გულს შემოგწირავს, მერე წავა და დაიკარგება. მის მოგონებაზე სინდისი გქენჯნის და თავი უღირსად მიგაჩნია. ზოგიც გზნებით, სიხარულით და აღტაცებით გასწირავს თავს შენთვის და მთელი სიცოცხლე სინანულს დაგიტოვებს, რატომ აღარ გამეორდაო ეს წამი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საოცრებაა – აღარ გახსოვდეს არაფერი, არაფერს არ მიეჩვიო…”
* * *
„კაცს რომ დარდი არ ჰქონდეს, მართლა ღორად იქცევა”.
* * *
„სხვისი საქმისას ვინ რას გაიგებს, თუ მაინცდამაინც ჩასდიე, არამკითხე მოამბესავით შეიძლება რაღაც ამბავში თვითონ გაეჩხირო”.
* * *
„ძნელი ყოფილა სიმართლის თქმა. უტრიალებ, უტრიალებ ირგვლივ, გგონია, ჰა, ვთქვიო, გაიხედავ და, სადაა სიმართლე – მიხვეულ-მოხვეულებით გაჰქცევიხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილად არავინ მოგეფერება და გითანაგრძნობს”.
* * *
„ – ძალიან გაჭირდა ახლა გლეხის ყოფა. ყველაფერი ფულზე გადაიყვანეს. ხოლო გლეხს რომ ფულზე გადაიყვან, მისი ფასი კაპიკია. გამოდის, რომ ტყუილად იდგამ წელებზე ფეხს”.
* * *
„ზოგი ფიქრი გონების კუნჭულში დალექილი ჭაობის შლამივით ბლანტეა და დამყაყებული წყალივით აყროლებული. თუ კაცმა შესძლო გონების სარდაფებიდან მათი გამოწოვა, თუ გაუძლო და გადაიტანა მათგან მიყენებული ტკივილი და მოიშორა ისინი, მაშინ მოვა გონს და გამოფხიზლდება, განეწმინდება სული, მაგრამ თუ მტკივანი კბილივით არყია აქეთ-იქით და ჩირქის სიმყრალითა და საკუთარი თავის ზიზღით დატკბა – ამისთანა კაცზე ხელი უნდა ჩაიქნიო, იმიტომ რომ იგი უკვე შეეჩვია საკუთარი სულის შეგინებას და შიგ ჩაფურთხებას”.
* * *
„რახან ყველგან ჭუჭყია და ყველაფერი ქოთს, მაშასადამე, ასე ყოფილა საჭირო და როცა ღორად ხარ დაბადებული, ადამიანობას ნუღარ ჩემულობ”. – (ავტორი გენია.ჯი)