ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…
„იცან თავი შენი” – მშვენიერი და სასარგებლო რჩევაა, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ უძველესი ხალხი ვერ მიხვდა მიეთითებინა იმ საშუალებისათვის, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმა ამ რჩევით”. – (მოსაწყენი ამბავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წმინდა და უცოდველი ბევრი მინახავს, ცოდვილი კი უთვალავი”… – (ტრამალი)
* * *
„მწარეა ის გარემოება, რომ საუკეთესო ადამიანები ბოროტებას მხოლოდ შორიდან უყურებენ, არ უნდათ ახლოს მივიდნენ და იმის ნავცლად, რომ დამცველებად გამოვიდნენ, დამძიმებული ენით აღწერენ საზოგადო ადგილებსა და არაფრის მაქნის მორალს…” – (მოსაწყენი ამბავი)
* * *
„სახელმწიფო ღმერთი არ არის. მას უფლება არა აქვს წაგართვას ის, რის დაბრუნებაც არ შეუძლია, კიდეც რომ მოინდომოს”. – (სანაძლეო)
* * *
„ყოველივე კარგი ქვეყნად არ შეიძლება ცუდის გარეშე არსებობდეს და ყოველთვის უფრო ცუდი სჭარბობს კარგს”. – (მოსაწყენი ამბავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ნასწავლი გახდები, ღმერთმა დაგიფაროს, სამძიმოდ გაგიხდნენ ადამიანები და ითაკილო ისინი იმ მიზეზის გამო, რომ ისინი შენზე ნაკლებად ჭკვიანები არიან. ვაი მაშინ შენ, ვაი!” – (ტრამალი)
* * *
„თუკი წვრილმანში არ ჩანს პროგრესი, ზედმეტად მიმაჩნია მსხვილმანებში ვეძიო წინსვლა”. – (მოსაწყენი ამბავი)
* * *
„ყველა დროისა და ქვეყნის გენიოსები განსხვავებულ ენებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამთში ერთი და იგივე ცეცხლი ანთია”. – (სანაძლეო)
* * *
„გულგრილობა – ეს სულის დამბლაა, ნაადრევი სიკვდილი”. – (მოსაწყენი ამბავი)
* * *
„მიდის დაუსრულებლად ადამიანი და ვერაფრით ვერ გარკვეულა, სად იწყება და სად მთავრდება იგი…” – (ტრამალი) – (ავტორი გენია.ჯი)