ამონარიდი ივანე ბუნინის ნოველიდან – „შორეული”
„არსებითად ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნად გარკვეულ ხანს რომ ვცხოვრობთ ერთად და ერთად განვიცდით ყველა ამქვეყნიურ სიხარულსა და მწუხარებას, ვუცქერით ერთსა და იმავე ცას, ყველას გვიყვარს და გვძულს ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივე და ყველანი სათითაოდ განწირული ვართ ერთი და იგივე სასჯელისათვის, – პირისაგან მიწისა ერთნაირად აღსაგველად, ერთმანეთისადმი გამსჭვალული უნდა ვიყოთ უდიდესი სინაზით, სიახლოვის გულისამაჩუყებელი გრძნობით და შიშისა და ტკივილისაგან უნდა ვყვიროდეთ, როცა ერთმანეთს გვაშორებს ბედი, რომელსაც ყოველთვის ხელეწიფების, რომ ყოველი ჩვენი განშორება, თუნდაც ათი წუთისაც კი, საუკუნოდ გადააქციოს. მაგრამ, ცნობილია, ჩვენ საერთოდ ფრიად შორსა ვართ მსგავს გრძნობათაგან და ხშირად მეტი რომ არ შეიძლება, ისე თავქარიანად ვშორდებით ყველაზე ახლობელსაც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)